შსს: მოქალაქეები მიუთითებენ, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს. არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი დეპარტამენტის მხრიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 02 ოქტომბერი 2024, 12:48

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეების მხრიდან შესულ შეტყობინებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, სამინისტრო განმარტავს, რომ საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე, დღეს დილიდან იურიდიული და კერძო პირების მიერ არაერთი სატელეფონო ზარი შევიდა, მოქალაქეები მიუთითებენ, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს.

„მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან და მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში.

ასევე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ლაშა მარგიშვილი: ENQA-ს წევრობა „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ არ შეჩერებია
თამარ ტალიაშვილი: ევროპის საბჭოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი იყო ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში იმ ფრაზის ამოკითხვა, რომელიც ხაზს უსვამს ცესკოს ადმინისტრაციის საქმიანობის ეფექტიანობას, გამჭვირვალობას
თამარ ტალიაშვილი: ალენ ბერსეს, ასეთი მაღალი რანგის ფიგურის ვიზიტი, საგანგებო მნიშვნელობის მქონეა. ის მანდატი, რომლითაც ის ჩამოვიდა, არის ძალიან ფართო მასშტაბის
ნინო წილოსანი: დასანქცირებულთა სია იმდენად აბსურდულია, რომ ვიღაცის ინდივიდუალური შურისძიების სიას ჰგავს
არქივი