დავით ქართველიშვილი: მსოფლიოს 30 ყველაზე კეთილსინდისიერი ქვეყნების რიგებში მყოფ საქართველოს, ამ კატეგორიის მიღმა მყოფი არაკეთილსინდისიერი ძალები არჩევნებს აპრიორი არაკეთილსინდისიერად აცხადებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 02 ოქტომბერი 2024, 11:45

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსს ეხმიანება, რომელიც ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა მოამზადა და რომლის მიხედვით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის მოხვდა.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, კეთილსინდისიერი ქვეყნების რიგებში მყოფ საქართველოს, ამ კატეგორიის მიღმა მყოფი არაკეთილსინდისიერი ძალები ჩვენს კეთილსინდისიერ სახელმწიფოში კეთილსინდისიერად ჩასატარებელ არჩევნებს აპრიორი არაკეთილსინდისიერად აცხადებენ.

„მსოფლიოს 30 ყველაზე კეთილსინდისიერი ქვეყნების რიგებში მყოფ საქართველოს, ამ კატეგორიის მიღმა მყოფი არაკეთილსინდისიერი ძალები უპირებენ საკუთარ არასრულყოფილების გადაბრალებას და ჩვენს კეთილსინდისიერ სახელმწიფოში კეთილსინდისიერად ჩასატარებელ არჩევნებს აპრიორი არაკეთილსინდისიერად აცხადებენ. ამ პოლიტიკური "ტრანსგენდერიზმით", თავდაყირა "სიმართლით" ჭეშმარიტების აღრევა - შეუძლიათ ნებისმიერ სხვა ადგილას სცადონ, საქართველოს გარდა. გავიზარდეთ, ჩამოვყალიბდით და მყარი პოლიტიკური იმუნიტეტი შევიძინეთ. კეთილსინდისიერებით აღსავსე სხვათა შორის“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი აზრით, ის, რომ გამოსულთა უმრავლესობა ახალგაზრდობაა, იმის შედეგიც არის, რომ ისინი არ უყურებენ ტელევიზორს და მითუმეტეს „იმედს“
ირინა იმერლიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპათიებით, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება - ვერთგულებ მხოლოდ მოსამართლის ფიცს
რომან გოცირიძე: საპატრიარქოც მონაწილეობს იმ ძალადობაში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება
დავით ჩიხელიძე: ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანკების დამყაჩაღებელი და გამაკოტრებელი გიორგი ქადაგიძე, საჯარო მოხელეებს რომ ემუქრებოდა და „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიცემას აიძულებდა, დღეს გამოდის და საბანკო სექტორს გაფიცვისკენ მოუწოდებს
ანდრია ჯაღმაიძე სალომე ზურაბიშვილს: ქალბატონო ..... , სკოლების შემდეგ იმედია საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ
არქივი