ნინო ფოჩხუა: მიხაელ როთი უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და ერევა უცხო ქვეყნის წინასაარჩევნო პროცესში. ეს მას არ უნდა ეპატიოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 02 ოქტომბერი 2024, 10:17

იმდენად უსუსური და არაფრის მაქნისია ქართული ოპოზიცია, უცხოელმა "ბოსებმა" დასახმარებლად ყველასთვის ნაცნობი მიხაელ როთი ჩართეს წინასაარჩევნო პროცესში, ხვდებიან რა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა 5%-საც ვერ გადალახავს, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ფოჩხუას თქმით მიხაელ როთს არაფერი შეუძლია, “გარდა იმისა, რომ შექმნას აღქმა აქაური მხარდამჭერებისთვის, რომ უცხოელი პარტნიორები ეხმარებიან დესტრუქციულებს ხელისუფლებაში მოსვლისთვის”.

მისივე თქმით, როთი უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას.

„იმდენად უსუსური და არაფრის მაქნისია ქართული ოპოზიცია, უცხოელმა "ბოსებმა" დასახმარებლად ყველასთვის ნაცნობი მიხაელ როთი ჩართეს წინასაარჩევნო პროცესში, ხვდებიან რა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა 5%-საც ვერ გადალახავს. ან ამ კაცს რა შეუძლია, გარდა იმისა, რომ შექმნას აღქმა აქაური მხარდამჭერებისთვის, რომ უცხოელი პარტნიორები ეხმარებიან დესტრუქციულებს ხელისუფლებაში მოსვლისთვის.

ეს ხომ ილუზიაა, სადამდე უნდა ბერონ ტყუილებით ოპოზიციის გზააბნეული მომხრეები? ტყუილს ხომ მოკლე ფეხი აქვს? და რაც მთავარია მიხაელ როთი უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და ერევა უცხო ქვეყნის წინასაარჩევნო პროცესში. ეს მას არ უნდა ეპატიოს!“ - წერს ნინო ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი აზრით, ის, რომ გამოსულთა უმრავლესობა ახალგაზრდობაა, იმის შედეგიც არის, რომ ისინი არ უყურებენ ტელევიზორს და მითუმეტეს „იმედს“
ირინა იმერლიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპათიებით, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება - ვერთგულებ მხოლოდ მოსამართლის ფიცს
რომან გოცირიძე: საპატრიარქოც მონაწილეობს იმ ძალადობაში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება
დავით ჩიხელიძე: ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანკების დამყაჩაღებელი და გამაკოტრებელი გიორგი ქადაგიძე, საჯარო მოხელეებს რომ ემუქრებოდა და „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიცემას აიძულებდა, დღეს გამოდის და საბანკო სექტორს გაფიცვისკენ მოუწოდებს
ანდრია ჯაღმაიძე სალომე ზურაბიშვილს: ქალბატონო ..... , სკოლების შემდეგ იმედია საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ
არქივი