ჩვენ, ყველა მოუთმენლად ველით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა - ამომრჩეველი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 01 ოქტომბერი 2024, 21:29

საქართველოში ახლახან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს - ყველასთვის აშკარაა და აღქმულია ისე, რომ პოლიტიკური ძალები ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დემოკრატიისკენ მათ მისწრაფებას, - ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაგრამ თვით საქართველოსაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

„საქართველოში დემოკრატიული ძალები ცდილობენ მოიპოვონ პოლიტიკური უპირატესობა, ტარდება წინასაარჩევნო შეხვედრები, ამაზეც ვესაუბრე ქალბატონ პრეზიდენტს და ჩვენ, ყველა მოუთმენლად ველით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა - ამომრჩეველი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას. რა თქმა უნდა, არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაგრამ თვით საქართველოსაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, არამხოლოდ სურვილით, არამედ იმ პირობების შესრულებითაც, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის წინაპირობაა, ამიტომ საქართველოს სახელმწიფო უწყებები უნდა იყოს დემოკრატიული.

საქართველოში ახლახან ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს და რა თქმა უნდა, ევროკავშირის პოლიტიკოსებმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი ამის შესახებ და ეს ყველასთვის აშკარაა და აღქმულია ისე, რომ პოლიტიკური ძალები ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დემოკრატიისკენ მათ მისწრაფებას.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს გაწევრიანება ახლო მომავალში მოხდება და ამიტომ ამაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნების შედეგებს. ჩვენ ყველა საკითხი განვიხილეთ და რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ საქართველოს. მე ვკითხე ქალბატონ პრეზიდენტს ელოდებიან თუ არა დამკვირვებლებს უცხო ქვეყნებიდან და ქალბატონმა პრეზიდენტმა დაგვიდასტურა ეს. არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა გამოთქვამს საკუთარ აზრს და დაადასტურებს თავის ხმას მომავალ არჩევნებში.

საქართველოს პრეზიდენტის ეს ვიზიტი პოლონეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი მადლობა მას ამ ვიზიტისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ჩვენთვის, ძალიან ძლიერი მნიშვნელობა მიეცა მას 2022 წლის თებერვლის შემდეგ და ქალბატონი პრეზიდენტის აზრი და ხმა, როგორც საერთაშორისო პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკოსის, რომელსაც დიდი გამოცდილება გააჩნია, როგორც დასავლეთ ევროპაში, ასევე საერთაშორისო პოლიტიკაში, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიცით, რომ ქალბატონი პრეზიდენტი აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველო დემოკრატიული გზით განვითარდეს. ძალიან დიდი მადლობა ამ ვიზიტისა და ყველა შეხვედრისათვის”, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ აღნიშნა, საქართველოსთვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რამდენად შეუძლია უკრაინას თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისაგან.

„ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და უშუალო მეზობლობაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობაზე და რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებაზე. ახლო მომავალში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. დიდი მადლობა გადავუხადე ქალბატონ პრეზიდენტს, ვარშავაში ჩამოსვლისთვის, ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისათვის და ასევე დიდი მადლობა იმისათვის, რომ მიიღო მონაწილეობა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში და სიტყვით გამოვიდა, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მონაწილეობდა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში.

როგორც უკვე რამდენჯერმე აღვნიშნე, საპრეზიდენტო სასახლეში შეხვედრის დროს საუბარი ეხებოდა ასევე, უსაფრთხოების თემას, ვინაიდან საქართველოც და პოლონეთიც აგრესორი ქვეყნის უშუალო მეზობლები არიან. ასევე, უკრაინა ჩვენი უშუალო მეზობელია. საქართველოს და უკრაინას ზღვა კი ჰყოფთ, მაგ

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი: დასანქცირებულთა სია იმდენად აბსურდულია, რომ ვიღაცის ინდივიდუალური შურისძიების სიას ჰგავს
ნინო წილოსანი ალენ ბერსეს ვიზიტზე: ამ გარკვეულ დაძაბულ ვითარებაში, როდესაც ოპოზიცია ყველაფრით ცდილობს, რომ ეს ქვეყანა დააზიანოს, ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი პოზიტიურია
ნინო წილოსანი: ეუთო/ოდირის დასკვნამ დაასრულა ის უსაფუძვლო დისკუსია და ბრალდებები, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა
მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
2024 წელს ნაძალადევის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტებისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა
არქივი