გივი მიქანაძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 01 ოქტომბერი 2024, 20:16

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა.

გივი მიქანაძემ ალან ბერსეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. სტრასბურგში გამართული შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა აღნიშნეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევროპის საბჭოში.

გივი მიქანაძემ გენერალურ მდივანთან ქართული მხარის მზადყოფნა დააფიქსირა აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან, რაც გენერალური მდივნის მიერ დადებითად შეფასდა.

შეხვედრას ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის კონგრესის სენატორმა ნიუ ჰემფშირიდან, ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ 2026 წლის საკანონმდებლო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
მარია ზახაროვა - არ გამოვრიცხავთ კონტაქტებს აშშ-ის წარმომადგენლებთან უახლოეს დღეებში
ლევან მაჭავარიანი ISFED-ზე: არ გამოუქვეყნებიათ საბოლოო ანგარიში, ვინაიდან ერთი ერთში დაემთხვა ეს დათვლა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს. „დიფ სთეითისგან“ ჰქონდათ ეს დავალება მიღებული
სენატორი სიუზან კოლინზი: თუ პუტინი წარმატებას მიარწევს უკრაინაში, ის ამაზე არ გაჩერდება. შემდეგი მოლდოვა იქნება, ის ისევ შეიჭრება საქართველოში, როგორც ეს 2008 წელს გააკეთა
გურამ მაჭარაშვილი: თუ „დიფ სთეითი“ შესუსტდა, პირველ რიგში ამას ჩვენ ვიგრძნობთ
არქივი