ისრაელის თავდაცვის ძალები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებლებს მოუწოდებს, თავშესაფრებთან ახლოს იყვნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 01 ოქტომბერი 2024, 20:15

ისრაელის თავდაცვის ძალები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებლებს მოუწოდებს, თავშესაფრებთან ახლოს იყვნენ. შესაბამისი გაფრთხილება ისრაელის თავდაცვის ძალებმა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც ირანის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

ისრაელის ცენტრალური ნაწილის მოსახლეობას აფრთხილებენ, თავი შეიკავონ გარეთ განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე ყოფნისგან, საჰაერო განგაშის შემთხვევაში კი, თავშესაფრებისკენ გაეშურონ.

ისრაელის უწყებაში განაცხადეს, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულ მზადყოფნაშია ირანის ნებისმიერი თავდასხმისთვის და ქვეყნის მოკავშირეებიც მზად არიან.

როგორც მანამდე თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, აშშ ხედავს ნიშნებს, რომ ირანი ემზადება ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმისთვის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი: ოპოზიცია ალენ ბერსეს ვიზიტით და მისი განცხადებებით იმედგაცრუებული დარჩა
გივი მიქანაძე EQAR-ის გადაწყვეტილებაზე: სამწუხაროა, რომ მათ დასკვნა დააფუძნეს 2023 წლის მდგომარეობას და არა იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორც პარლამენტის მიერ, ასევე, განათლების სამინისტროს მიერ გადაიდგა 2024 წლის განმავლობაში
გივი მიქანაძე: ოპოზიციამ ეუთო/ოდირის დასკვნა გადმოთარგმნა თავისებურად, ისე, თითქოს ეს დასკვნა იყო ნეგატიური და აბსოლუტურად არ ასახავდა არანაირი პოზიტიურ ასპექტებს, მაშინ, როდესაც ამ დასკვნაში გამოიკვეთა ორი მთავარი კომპონენტი
ეუთო/ოდირის წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების კრიტიკით გამოირჩევა, წარსულში აცხადებდა, რომ ზეწოლას ვერ გაუძლო და მინისტრის თანადებობა დატოვა
ლევან მაჭავარიანი ეუთო/ოდირის დასკვნაზე: ეს არჩევნები შედგა, ეს არჩევნები იყო ლეგიტიმური და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა მიეცა ხმა იმისთვის, ვისთვისაც სურდა
არქივი