დავით ქართველიშვილი იან კელისა და დევიდ კრამერზე: ვეღარაფერი მოიფიქრეს, „რუსული ოცნებისთვის" ფინანსური სანქციების გამოცხადების გარდა, გულწრფელად ფიქრობენ, რომ ქართველები ამ ცვილის ფიგურების მუქარაზე 40-დღიან გლოვას გამოაცხადებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 01 ოქტომბერი 2024, 13:02

ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ კრამერის მიერ გამოცემა The Hill-ზე გამოქვეყნებულ მოსაზრებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „მეტი ვერაფერი ვეღარ მოიფიქრეს, „რუსული ოცნებისთვის" ფინანსური სანქციების გამოცხადების გარდა."

როგორც ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, კელი და კრამერი გულწრფელად ფიქრობენ, რომ ქართველები „ამ ცვილის ფიგურების მუქარაზე" გლოვას გამოაცხადებენ და ფულის შესაგროვებლად „გიგაურის ფონდს" შექმნიან.

„არა, ნუ მესმის. ჩამოიყვანეს გიგაური, გამოუყვეს „უკრაინისთვის" განკუთვნილი თანხებიდან "თბილ-მაიდანის" წილი, მოაწერინეს ხელი მიღება-ჩაბარების აქტზე, ამ „რუსული ოცნების" ანტიკორუფციულმა ბიურომ კი ასეთი სიმწრით გამოყოფილი ფული დაუბლოკა.
მეტი ვერაფერი ვეღარ მოიფიქრეს, "რუსული ოცნებისთვის" ფინანსური სანქციების გამოცხადების გარდა. ანუ, რა უნდა ქნან? ფალსიფიცირებულად გამოაცხადონ საქართველოში ეკონომიკური ტემპის ზრდა, არ აღიარონ ამის გამო ბიუჯეტში შესული დამატებითი სახსრების ოდენობა, ამ თანხების სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებზე განაწილების პრაქტიკას - „რუსული" დაარქვან და აქამდე კიდევ უფრო უკიდურესად აღშფოთებულად შეშფოთდნენ.
გულწრფელად ფიქრობენ, რომ ქართველები ამ ცვილის ფიგურების მუქარაზე 40-დღიან გლოვას გამოაცხადებენ და ფულის შესაგროვებლად „გიგაურის ფონდს" შექმნიან. ნურას უკაცრავად. მუშაობს ჩვენ მიერ მიღებული კანონები - მშვენივრად მუშაობს," - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
შალვა პაპუაშვილი საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება
არქივი