68
29 სექტემბერი 2024, 14:49
ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, ქალაქსა და სოფლებში მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლიანი ხე, რამაც გზების ჩახერგვა გამოიწვია. მუნიციპალური სამსახურების სწრაფი რეაგირების შედეგად ყველა მიმართულებით გზის გაწმენდა უმოკლეს დროში მოხდა.
ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტრო გადამცემი კაბელები, რის გამოც დასახლებების ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |