ისე არიან ერთმანეთში გადაზელილი ნაცები, მათი სხვა პარტიები, ენჯეოები, ადგილობრივი და საერთაშორისო „დამკვირვებლები”, თავს და ბოლოს ვერ გაარკვევ , - წერს„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან დაკავშირებით გივი მიქანაძის ბრიფინგს გამოეხმაურა.
„წაშლილი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის“ - - არჩევნების დისკრედიტაციისთვის გამოგონილი, ეს სასაცილო წინადადება ალბათ გახსოვთ…
უყურეთ გივი მიქანაძის ბრიფინგს და ნახავთ, რა არის სინამდვილეში წაშლილი ზღვარი! ზღვარი კი არა, ისე არიან ერთმანეთში გადაზელილი ნაცები, მათი სხვა პარტიები, ენჯეოები, ადგილობრივი და საერთაშორისო “დამკვირვებლები”, თავს და ბოლოს ვერ გაარკვევ“, - წერს მდინარაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |