ვაშინგტონმა საქართველოსთან მიმართებაში მორიგი თვითდამაზიანებელი და იმავდროულად იაფფასიანი ნაბიჯი გადადგა და პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი მოსაწვევი გააუქმა ბაიდენის მიღებაზე, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, აშშ-ს ხელმძღვანელობით, დასავლეთი ღიად ჩართულია მათთვის ვასალი, თუმცა საქართველოში ურეიტინგო „ნაცოპოზიციის“ როგორმე გამარჯვების თავხედურ ხელშეწყობაში და ეს უკვე აღარაა ვარაუდი, არამედ მტკიცებულებაა.
„ვაშინგტონმა საქართველოსთან მიმართებაში მორიგი თვითდამაზიანებელი და იმავდროულად იაფფასიანი ნაბიჯი გადადგა და პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი მოსაწვევი გააუქმა ბაიდენის მიღებაზე.
აშშ-ს ხელმძღვანელობით, დასავლეთი ღიად ჩართულია მათთვის ვასალი, თუმცა საქართველოში ურეიტინგო „ნაცოპოზიციის“ როგორმე გამარჯვების თავხედურ ხელშეწყობაში და ეს უკვე აღარაა ვარაუდი, არამედ მტკიცებულებაა.
საქართველოს პრემიერისადმი გამოგზავნილი მოსაწვევი, თეთრი სახლის ინიციატივით გამიზნული იყო იმისთვის, რომ შემდეგ გაეუქმებინათ და „ნაცრევანშისტებისთვის“ პოლიტიკური ჟანგბადი მიეწოდებინათ.
ძალიან სამწუხაროა, რომ ჯერ იყო და გაწეულ დახმარებაზე დაყვედრება ვაშინგტონიდან, მერე ოდენ პოლიტიკურად მყვირალა სანქციები, რაღაც არაფრისმთქმელი რეზოლუციები, ახლა კი პროტოკოლური დეტალებით მაწაკობა. ეს სრული დეკადანსია აშშ-ს პოლიტიკური წრეებისთვის!
ქართველი ხალხის მიერ სამჯერ და ოქტომბრის ბოლოს ოთხჯერ არჩეული ხელისუფლების მეთაურისადმი ასეთი დამოკიდებულება აზიანებს სტრატეგიულ პარტნიორობას, თუკი იქ შერჩა რამე ხელშესახები ამ ეტაპზე“, - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |