ზაალ ანჯაფარიძე „კანონის წინაშე თანასწორობის და პირადი თავისუფლების ინდექსზე“: ვითომ სტრატეგიული პარტნიორები იმდენად არიან დაბრმავებული მწველი სურვილით, როგორმე საკუთარი აგენტურა დაგვისვან აქ ხელისუფლებად, რომ იჭერენ პოზას, თითქოს ვერ ამჩნევენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 25 სექტემბერი 2024, 11:21

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზის“ მიერ კანონის წინაშე თანასწორობის და პირადი თავისუფლების ინდექსის გამოქვეყნებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „11 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა და ევროკავშირის და ნატოს წევრ რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებს“.


ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ სტრატეგიული პარტნიორები იმდენად არიან დაბრმავებული სურვილით, რომ როგორმე საკუთარი აგენტურა დაგვისვან აქ ხელისუფლებად, ამ მონაცემებს არ იმჩნევენ.


„ჩვენი ვითომ სტრატეგიული პარტნიორებისთვის ეს მონაცემები არაფერს ნიშნავს?! ნიშნავს, როგორ არ ნიშნავს, ყრუ და ბრმები არ არიან. თუმცა, იმდენად არიან დაბრმავებული მწველი სურვილით, რომ როგორმე საკუთარი აგენტურა დაგვისვან აქ ხელისუფლებად, რომ იჭერენ პოზას, თითქოს ვერ ამჩნევენ. სამაგიეროდ, 'ამჩნევენ' მათი აგენტურის მიერ მომზადებულ მიკერძოებულ და ტყუილებით გაჭედილ ანგარიშებს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი