ზურაბ ქადაგიძე: საერთაშორისო ორგანიზაცია „V-DEM“აქვეყნებს კვლევას, სადაც მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და 11-წლიანი პროგრესით ევრაზიის კონტინენტზე ერთპიროვნულად ლიდერობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 23 სექტემბერი 2024, 11:19

საერთაშორისო ორგანიზაცია „V-DEM“ აქვეყნებს კვლევას,სადაც მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და 11-წლიანი პროგრესით ევრაზიის კონტინენტზე ერთპიროვნულად ლიდერობს, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

როგორც ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, არჩევნებამდე ცალკე ეს კვლევები გააგიჟებს ადგილობრივ და „იმპორტულ“ ნაცებს და ცალკე, ამომრჩევლების განწყობა, რომელიც ყველაზე ავთენტური ინდექსია, გლობალური ომის პარტიის, გამანადგურებელი მარცხისა და საქართველოდან საბოლოო მოკვეთის გზაზე.

„საერთაშორისო ორგანიზაცია „V-DEM“აქვეყნებს კვლევას,სადაც მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა და 11-წლიანი პროგრესით ევრაზიის კონტინენტზე ერთპიროვნულად ლიდერობს.

ინდექსი იკვლევს, თუ რამდენად სარგებლობენ მოქალაქეები მართლმსაჯულებაზე უსაფრთხო და ეფექტური ხელმისაწვდომობით.

ახლა, როგორ მოვიქცეთ, სანამ საქართველოს „ბელორუსიზაციაზე“ ისაუბრებენ ჰარჩინსკები, ბლინკენები და მილერები, ჯერ მსოფლიო ბანკი რომ შეგეყვანათ სანქცირებულთა სიაში, თორემ ჩამოიშალა ყველანაირი „ნარატივი“ და ბინძური პროვოკაცია, საქართველოში დემოკრატიისა და მართლმსაჯულების უკუსვლაზე?!

ისე, ვატყობ არჩევნებამდე ცალკე ეს კვლევები გააგიჟებს ადგილობრივ და „იმპორტულ“ ნაცებს და ცალკე, ამომრჩევლების განწყობა, რომელიც ყველაზე ავთენტური ინდექსია, გლობალური ომის პარტიის, გამანადგურებელი მარცხისა და საქართველოდან საბოლოო მოკვეთის გზაზე,“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
შალვა პაპუაშვილი საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება
არქივი