აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატთა უსაფრთხოების გაძლიერებას ითვალისწინებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 20 სექტემბერი 2024, 20:34

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტობის კანდიდატების უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტი ავალდებულებს საიდუმლო სამსახურს, ერთნაირი სტანდარტები გამოიყენოს პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან პრეზიდენტობისა და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატების დასაცავად.
ინიციატივას, რომელიც ორმა რესპუბლიკელმა და ერთმა დემოკრატმა წარადგინეს, მხარი დაუჭირა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის 405-მა კანონმდებელმა, წინააღმდეგი არცერთი ყოფილა.
დოკუმენტი დონალდ ტრამპზე 13 ივლისს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში მომხდარი თავდასხმის შემდეგ მოამზადეს, თუმცა კენჭისყრაზე გატანა გადაწყვიტეს ინციდენტის შემდეგ, რომელიც დონალდ ტრამპის გოლფკლუბში მოხდა. გარდა ამისა, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კონგრესს მოუწოდებს, გამოყოს მეტი სახსრები უწყებისთვის, რათა უკეთ დაიცვან სახელმწიფოს პირველი პირები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი