ოპოზიციურ სპექტრს და კერძოდ „ნაციონალურ მოძრაობას" ამ სისხლიან ძალას, არჩევნების შემდგომი პროვოკაციებისათვის სწორედ ასეთი გამოცდილების კრიმინალები სჭირდება,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი გივი თარგამაძის აფეთქებაში ბრალდებულის, ძებნილის, დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოს საზღვარზე დაკავების ფაქტს.
მისივე თქმით, დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში ჩამოსვლა შესაძლოა არჩევნების შემდეგ დაგეგმილ არაერთ პროვოკაციას უკავშირდებოდეს.
„2016 წლის 4 ოქტომბერს, თბილისის ცენტრში, "ნაციონალური მოძრაობის" იმდროინდელი დეპუტატის, გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს. აფეთქების შედეგად, დაშავდა 7 ადამიანი, თარგამაძე კი სიკვდილს გადაურჩა.
ამ ინციდენტში ბრალდებული - დარჩო ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნებოდა.
ის შსს-მ უკვე დააკავა.
მისი საქართველოში ჩამოსვლა შესაძლოა არჩევნების შემდეგ დაგეგმილ არაერთ პროვოკაციას უკავშირდებოდეს. ოპოზიციურ სპექტრს და კერძოდ "ნაციონალურ მოძრაობას" ამ სისხლიან ძალას, არჩევნების შემდგომი პროვოკაციებისათვის სწორედ ასეთი გამოცდილების კრიმინალები სჭირდება.
2024 წლის არჩევნები იქნება პოლიტიკური ვერდიქტი "ნაციონალური მოძრაობისათვის" და მათ მიერ ყველა დაგეგმილი პროვოკაცია შესაბამისი სამსახურების მიერ აღკვეთილი იქნება,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |