ბიძინა ივანიშვილი: 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ერთად შევძელით, ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დაგვეყენებინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 19 სექტემბერი 2024, 21:43

მოგესალმებით რუსთავის, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, გარდაბნის, წალკისა და თეთრიწყაროს მოსახლეობას! მივესალმები უძველესი და უნიკალური ისტორიის მქონე მხარეს, რომელიც გამორჩეულია ისტორიული ძეგლებით, ულამაზესი ბუნებით და რაც მთავარია, გასაოცარი ხალხით, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუსთავში შეკრებილ მოსახლეობას.

ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას 2012 წლის დანაპირები შეახსენა, რომ ერთად დგომით, აუცილებლად დაამარცხებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, რომელსაც სახელმწიფო ჰქონდა მიტაცებული და ტერორსა და შიშში ამყოფებდა მოსახლეობას.

„მივესალმები პირველი ევროპელების მხარეს, სადაც თითქმის 2 მილიონი წლის წინ დაირწა ცივილიზაციის აკვანი. მივესალმები მხარეს, რომელიც ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს - ბოლნისის სიონს და ქართული დამწერლობის უძველეს ნიმუშებს გვინახავს. მივესალმები მხარეს, სადაც მევენახეობის უძველესი ნაკვალევია აღმოჩენილი, რაც ადასტურებს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა! მივესალმები სტუმართმოყვარეობითა და ტოლერანტობით განთქმულ კუთხეს, სადაც ქართველებთან ერთად, აზერბაიჯანელებმა, სომხებმა, ბერძნებმა, გერმანელებმა და სხვა ეროვნების ხალხმა, ჯერ თავშესაფარი, შემდეგ კი სახლი და სამშობლო იპოვეს.

როგორც პოლიტიკოსი, პირველად, 2012 წელს შეგხვდით და ჩვენი ქვეყნისთვის იმ შავ-ბნელ პერიოდში დაგპირდით, რომ ერთად დგომით, აუცილებლად დავამარცხებდით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, რეჟიმს, რომელსაც სახელმწიფო ჰქონდა მიტაცებული და ტერორსა და შიშში ამყოფებდა მოსახლეობას.

1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ერთად შევძელით, ჩვენი ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დაგვეყენებინა. შედეგად, თქვენთან ერთად, საფუძველი ჩავუყარეთ დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას. გავაჯანსაღეთ სასამართლო და პროკურატურა, მედია დამოუკიდებელია, ბიზნესი ხელშეუხებელი. შესაბამისად, ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში.“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა ხაზარაძე: ვწუხვარ, რომ განხილვები დასრულდა, ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას - გახარიას კი შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა
ბიძინა ივანიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ დღესაც უამრავი გამოწვევა არსებობს, პირობას გაძლევთ, პირადად მე, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, ომს და ბომბების წვიმას არაფრის ფასად არ დავუშვებთ
მეთიუ მილერი - საქართველო შორდება თავისივე გაცხადებულ სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ანტი-დემოკრატიული ქმედებებით
ბიძინა ივანიშვილი: 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლით და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, იღებთ გარანტიას, რომ საქართველოს ომში ჩართვას ვეღარავინ შეძლებს, ხოლო ომის დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ
არქივი