გიორგი გამსახურდია: ასეა გარეწარო გახარია, კაცებს რომ არ და ვერ დააფასებ, მერე მევახშის კარზე მოგიწევს უთავმოყვარეოდ ხვეწნა და მუდარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 19 სექტემბერი 2024, 17:12

გიორგი გამსახურდია პარტიების „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ შესაძლო გაერთიანების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ეს დღეებია ვადევნებ თვალს ამ სამარცხვინო, შეუმდგარ პოლიტიკურ ქორწინებას, გახარიას და ხაზარაძეს შორის. მიუხედავად ამ უნამუსო ქალის და დამკვეთების აქტიურობისა, მოცემულობა არის ნეგატიური დამკვეთებისათვის.

ახლა რაც შეეხება გახარიას, ტიპი ჩვენთან იყო, ბიძინამ, ხალხი შვილებს არ უკეთებს იმდენს, რაც ამ გარეწარს ბიძინამ გაუკეთა. დაწყებული ბიზნესომბუდსმენობოდან პრემიერობამდე. გვახსოვს ასევე 20 ივნისი, როდესაც ამ ნაძირალამ, ახლა უკვე ნათლად ჩანს შეგნებულად, თავის გორის ბაზრობასთან ერთად, თვალები დათხარა ახალგაზრდებს.

ყველანი, ერთსულოვნად მაინც ვრეცხავდით ამ გარეწარს და გვერდში ვედექით. ბოლოს გავაპრემიერეთ და ყველგან ამის ქებაში ვიყავით, რაზეც მე ჩემ წილ ბოდიშს ვიხდი. მაგრამ ნახეთ, რა დღეში ჩავარდა ეს მანქურთი? დგას ახლა და მევახშე ხაზარაძეს ეხვეწება, იმან რომ რამედ ჩათვალოს საერთოდ.

ასეა გარეწარო გახარია, კაცებს რომ არ და ვერ დააფასებ, მერე მევახშის კარზე მოგიწევს უთავმოყვარეოდ ხვეწნა და მუდარა. თუმცა, ფერმის ღორს უფრო მეტი თავმოყვარეობა აქვს, ვიდრე შენ და შენისთანებს“, - წერს გამსახურდია.

„ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები ერთმანეთს 17 სექტემბერს შეხვდნენ. პირისპირ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსები პრეზიდენტთან მივიდნენ. პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრისა და ვახშმის შემდეგ კი განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დაუსრულებიათ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
არქივი