მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე, არ ვიცი რა შეიცვალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 19 სექტემბერი 2024, 16:59

გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას, დღეს ვნახე გახარიას პარტიის განცხადება, ვფიქრობ, მომენტუმი იქნება გაშვებული, რადგან დღეს ქვეყანას სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა,  ვიდრე რაღაც ტექნიკური საკითხები, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძემ აღნიშნული კომენტარი პრეზიდენტის სასახლის დატოვების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.

„სამი დღის წინ მე პირადად გამოვხატე სურვილი, რომ მზად ვიყავი, გახარიასთან და მის გუნდთან დაგვეწყო კონსულტაციები ერთი მიზნის გამო, დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, გავისტუმროთ ხელისუფლებიდან, რათა საქართველო დავაყენოთ ძალიან სწრაფად ევროკავშირის გზაზე. იმავე დღეს ამას გამოეხმაურა პრეზიდენტი, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკება პრეზიდენტის ჩართულობით. გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას. დღეს ორი საათი თუ ოთხი იყო დაწყებული, ვნახე განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა.

ვფიქრობ, მომენტუმი იქნება გაშვებული, რადგან დღეს ქვეყანას და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე რაღაც ტექნიკური საკითხები და ასე შემდეგ. მე პირადად ეს შევძელი, ბადრიმაც, დაწყებული ალეკო ელისაშვილთან კოალიციის გაფორმებით. ამ კოალიციაშია არის ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ესენი არიან კოალიციის პარტნიორები, მათ პატივს ვცემ. ისინი არიან ამ გარიგების ნაწილი. რახან აქ ვლაპარაკობ და დღეს მოვდიოდი ხელმოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციის სახელით.  ბევრი კონტრაქტი გამიფორმებია ჩემი ცხოვრების მანძილზე მსხვილ კორპორაციებთან, ბოლო მომენტამდე არის ვნებათაღელვა, მაგრამ ვნებათაღელვა მთავრდება, როგორც კი ხელმოწერა ხდება. ჩვენ ამ ხელმოწერისთვის მზად ვიყავით გუშინ, როცა დავტოვე პრეზიდენტის სასახლე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კითხვაზე რა შეიცვალა, რის გამოც ვერ მოხერხდა შეთანხმება, ხაზარაძემ აღნიშნა:

„შეიძლება, ამ ეტაპზე ასე ჩათვალეს. პატივს ვცემ კოალიციის იმ წევრებს, რომლებიც ჩვენთან არიან ზომის, წონის თუ იმის მიუხედავად, ვის მეტი ხალხის რაოდენობა ჰყავს და ასე შემდეგ. ამით არ ვუყურებთ პარტნიორობას. ჩვენ გამოვედით ერთიანი პოზიციით. პარიტეტი ჩვენ შორის, ყოფილ „ლელოს“ და გახარიას პარტიას შორის არის, ამაზე ჩვენ შევთანხმდით. პარიტეტი მოლაპარაკებულია გახარიას პარტიასა და „ლელოს“ პარტიას შორის. ასევე სამი ადამიანი, რომლებიც შემოვიდნენ კოალიციაში და ამის გამო სახელიც კი შევცვალეთ და დავარქვით „ძლიერი საქართველო“, ისინიც უნდა ყოფილიყვნენ გათვალისწინებული, როგორც ამ კოალიციის ჯგუფის ნაწილი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა ხაზარაძე: ვწუხვარ, რომ განხილვები დასრულდა, ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას - გახარიას კი შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა
ბიძინა ივანიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ დღესაც უამრავი გამოწვევა არსებობს, პირობას გაძლევთ, პირადად მე, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, ომს და ბომბების წვიმას არაფრის ფასად არ დავუშვებთ
მეთიუ მილერი - საქართველო შორდება თავისივე გაცხადებულ სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ანტი-დემოკრატიული ქმედებებით
ბიძინა ივანიშვილი: 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლით და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, იღებთ გარანტიას, რომ საქართველოს ომში ჩართვას ვეღარავინ შეძლებს, ხოლო ომის დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ
არქივი