ლევან დავითაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 19 სექტემბერი 2024, 16:57

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო ყაზახეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ლალიაშვილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა და ოლჟას ბეკტენოვმა საუბრისას აქცენტი გააკეთეს საქართველო-ყაზახეთის პარტნიორულ ურთიერთობებზე.

ამასთან, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ყაზახეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე რეგიონულ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ საკითხთა ვრცელი სპექტრი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგამბულობა, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი, ინვესტიციები და სხვა. ხაზი გაესვა ტრანსკასპიური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის „შუა დერეფნის“ მარშრუტის შემდგომი განვითარების და ამ პროცესში თანამშრომლობის საკითხს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა ბოლო წლებში ზრდადი დინამიკით ხასიათდება – 2023 წელს ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 168 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ სავაჭრო პოტენციალი გაცილებით დიდია.

მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში – აღინიშნა, რომ 2023 წელს ყაზახეთი საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების პირველ ათეულშია და ეს დადებითი დინამიკა 2024 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის კიდევ ერთი საკითხი საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებები და მათი რეალიზების მნიშვნელობა იყო. კომისიის მორიგი, პლენარული სხდომა პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის თანათავმჯდომარეობით 20 სექტემბერს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა ხაზარაძე: ვწუხვარ, რომ განხილვები დასრულდა, ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას - გახარიას კი შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა
ბიძინა ივანიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ დღესაც უამრავი გამოწვევა არსებობს, პირობას გაძლევთ, პირადად მე, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, ომს და ბომბების წვიმას არაფრის ფასად არ დავუშვებთ
მეთიუ მილერი - საქართველო შორდება თავისივე გაცხადებულ სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ანტი-დემოკრატიული ქმედებებით
ბიძინა ივანიშვილი: 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლით და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, იღებთ გარანტიას, რომ საქართველოს ომში ჩართვას ვეღარავინ შეძლებს, ხოლო ომის დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ
არქივი