ილიას გზას არქმევენ, სინამდვილეში ეს არის ბერბიჭაშვილის გეგმა, რომელიც „ლელომ“ შეადგინა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, როგორც ილია მოკლეს გასულ საუკუნეში, ახლა უნდათ ამ საუკუნეში საქართველო მოაკვლევინონ ამ ბერბიჭაშვილის გეგმით.
რაც შეეხება ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებას, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ერთი მხრივ, ორივე იქადნოდა, რომ უნდა გახდნენ პრემიერ-მინისტრი, მოვიდნენ უმრავლესობით და ა.შ. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ აწყვილებენ იმისთვის, ბარიერი იქნებ როგორმე გადალახოს ერთმა, ან მეორემ, ან ორივემ ერთად“.
„ეს არის მთელი იდეა ამ პროცესის, მაგრამ საერთო ჯამში, ამიტომაც ვთქვი მე, ასეთი სამარცხვინო ოპოზიცია, რომელსაც არანაირი საკუთარი დღის წესრიგი არ აქვს, მთლიანად მორგებულია იმაზე, გარედან რას ეტყვიან, მთლიანად აწყობილია იმაზე, რომ აკომენტაროს გარედან გაკეთებული განცხადებები. მედიას რომ დააკვირდეთ, სხვას რას აკეთებენ. ყოველდღე ერთი, ორი განცხადება, ვიღაცა რაღაცას დაწერს, განცხადებას გააკეთებს საზღვარგარეთ, უცხოელი პოლიტიკოსი ან სხვა აქტორი და მერე ის დღე დაკავებულები არიან ამ განცხადებების კომენტარებით. თუნდაც სანქციების თემა რომ ავიღოთ. ამიტომ, ეს არის ყველაზე სამარცხვინო მომენტი ქართული ოპოზიციის ისტორიაში და რაც მთავარია, რომ დავუფიქრდეთ, რა არის მიზანი საერთო ჯამში და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ არჩევნებზე ყველა მოვიდეს.
აქ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის განვითარება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ომსა და მშვიდობაზე, კი უნდათ ხანდახან ძალიან, რომ დამალონ ეს საკითხი, მაგრამ რაზე არის ეს ყველაფერი მიბმული და როგორ ხდებოდა ჩვენი ქვეყნის ბიძგება ომისკენ. ხდებოდა იმიტომ, რომ გვიბიძგებდნენ სანქციების დაწესებისკენ, გვიბიძგებდნენ, რომ ჩაგვეკეტა ცა რუსეთისთვის, წავსულიყავით ესკალაციაზე პირდაპირ. ის ხალხი, მათ შორის, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომლებიც მანამდე გვეუბნებოდნენ, რომ სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა, დეესკალაცია რუსეთთან, უცებ ერთ მომენტში, ესკალაციისკენ გვიბიძგებდა ყველა. ეს გეგმა აქვთ ამათ. თან გაწერილი აქვთ პირდაპირ, არც რცხვენიათ. ილიას გზას არქმევენ, სინამდვილეში ეს არის ბერბიჭაშვილის გეგმა, რომელიც „ლელომ“ შეადგინა. საქართველოს მკვლელობის გეგმაა, ბერბიჭაშვილის გეგმა, რომელშიც პირდაპირ წერენ, რომ შეუერთდებიან ევროკავშირის ყველა სანქციას, სრულად, რუსეთის წინააღმდეგ, ჩაკეტავენ ცას, გააუქმებენ ფრენებს, დააწესებენ საოკუპაციო მოსაკრებელს რუსი მოქალაქეებისთვის თუ ა.შ. და რას ფიქრობთ, ამის ბოლოს რა არის? არის თუ არა ეს ესკალაცია, რა თქმა უნდა, არის. ამის ბოლოს ხომ არის გარანტირებულად ეკონომიკური კოლაფსი ამ ქვეყნის და არის თუ არა დიდი ალბათობით სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან. ასე, რომ ბერბიჭაშვილის გეგმით რომ დადის ახლა „ლელო“ არჩევნებზე და უნდა, რომ ქართველმა ხალხმა ბერბიჭაშვილს მისცეს ხმა, ბერბიჭაშვილის გეგმას მისცეს ხმა და ჩვენი ქვეყნის მკვლელობას მისცეს ხმა. როგორც ილია მოკლეს გასულ საუკუნეში, ახლა უნდათ ამ საუკუნეში საქართველო მოაკვლევინონ ამ ბერბიჭაშვილის გეგმით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |