გურამ მაჭარაშვილი: დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის საკითხი, ამიტომ აუწია წნევამ და ამიტომ ჩავარდა კრუნჩხვებში ოპოზიცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 18 სექტემბერი 2024, 14:47

თქვენ თუ გახსოვთ ერთი წინადადება მაინც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით მშვიდობიანი გზით? ერთი წინადადებით თუ გამოსულან? - არასოდეს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„ეს არის ზუსტად არგუმენტი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ ჩვენ შერიგების პროცესისკენ უნდა წავიდეთ. ამის გამო კრუნჩხვებში ჩავარდა ოპოზიცია.

იმიტომ, რომ შეიძლება რეალურად დადგეს ეს საკითხი ჩვენი ქვეყნის წინაშე და ეს ჩვენი სანუკვარი ოცნება, რომ ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანად აღვადგინოთ დღის წესრიგში გაჩნდეს. ამიტომ აუწია წნევამ და ამიტომ ჩავარდნენ კრუნჩხვებში ოპოზიციის წარმომადგენლები.

მშვიდობა, შერიგება, ბოდიში, სიყვარული ეს ის სიტყვებია, რომლის გაგონებაზე აკანკალებს „ენჯეოს“ და რადიკალურ ოპოზიციას იმიტომ, რომ მათი სიტყვებია სიძულვილი, ლანძღვა და ომი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, გორში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი, ასევე, ქვეყნის განვითარებაზე, ეროვნული ღირებულებების, რელიგიის დაცვაზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა ჩვენს ოს ძმებთან შერიგებისა მნიშვნელობასაც, რასაც რადიკალების გაღიზიანება მოჰყვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი