„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდების შესაძლო გაერთიანების საკითხზე წერს და მას „ექსტრაკორპორული განაყოფიერების“ პროცესს უწოდებს. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სახეზეა ხაზარაძე-გახარიას წყვილის გაერთიანების კიდევ ერთი მცდელობა.
„პოლიტიკაში, ისევე როგორც სამედიცინო რეპროდუქციის სფეროში, მძიმედ მიმდინარეობს ექსტრაკორპორული განაყოფიერების პროცესი. იშვიათია პირველივე ცდაზე დადებითი შედეგი. ამ ეტაპზე ვერც ამათ ჩაუსახეს ერთმანეთს პოლიტიკური ნაყოფი, არადა ბატონ ძაბირაძის საექსპერტო დასკვნით, „განაყოფიერება“ უკვე შემდგარი ყოფილა თურმე და მან უნდა „ჩააჩოჩოს“ პირველი ადგილიდან ბუნებრივი ჩასახვისუნარიანი ხელისუფლება. დაველოდოთ კიდევ ერთ მცდელობას - ამ წყვილს მთელი ქვეყანა ქომაგობს. წელს საქართველოში ერთნაირსქესიანთა პოლიტიკური ქორწინებების ბუმია“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |