ირაკლი კობახიძე „ამნისტიის შესახებ“ კანონზე: 10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 17 სექტემბერი 2024, 16:23

10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს ეხებოდა.

პრემიერის თქმით, კანონი არის მაქსიმალურად დაბალანსებული.

„ამნისტიის კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. პირველად ამის თაობაზე გარკვეული გზავნილი გავაჟღერე 8 თებერვალს, როდესაც მტკიცდებოდა მთავრობა, მეორედ ასეთი გზავნილი გავაჟღერე უკვე როდესაც მთავრობის ანგარიში წარვადგინე ივნისში და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახა იმ კანონპროექტში, რომელიც მიღებულ იქნა უკვე დღეს მესამე მოსმენით. 10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება. ეს არის მაქსიმალურად დაბალანსებული კანონი იმ კუთხით, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად განიტვირთება ციხეები და გათავისუფლდებიან ადამიანები საპატიმროებიდან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ასევე საზოგადოებრივი წესრიგის სათანადოდ დაცვაც, ანუ დამატებითი რისკები არ შეექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. შესაბამისად, ხანგრძლივი დისკუსიები იყო ამ კანონის გარშემო და ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური სახით ჩამოყალიბდა ეს კანონი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინა 40 რაკეტითა და 70-ზე მეტი დრონით დაბომბა
ბერდია სიჭინავა - მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად ჩვენი ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე, გახარიაზე თავდამსხმელებსა და ორგანიზატორს შესაბამისი პასუხი გაეცემა
კოალცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზე, რომელიც ხსნის განვითარების ახალ პერსპექტივებს და პოტენციალს
წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მთავრობის დაფინანსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანსგენდერი სპორტსმენების ქალთა სპორტის სახეობებში მონაწილეობას კრძალავს
არქივი