აშშ-ის გენერალური პროკურორი ტრამპზე თავდასხმის სავარაუდო მცდელობაზე: დაუღალავად ვიმუშავებთ და გამოვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ რესურსს ამ გამოძიებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 16 სექტემბერი 2024, 23:12

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ რესურსს დონალდ ტრამპის მკვლელობის სავარაუდო მცდელობის გამოძიებისთვის.

„გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აგრძელებს გამოძიებას და ჩვენ მადლობელნი ვართ, რომ ყოფილი პრეზიდენტი უსაფრთხოდ არის“, - აღნიშნა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.

„იუსტიციის დეპარტამენტი მჭიდრო კოორდინაციაშია ჩვენს სამართალდამცველ პარტნიორებთან ადგილზე. ჩვენ დაუღალავად ვიმუშავებთ და გამოვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ რესურსს ამ გამოძიებაში“, - დასძინა მან.

სამართალდამცველებმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს. ინციდენტი ფლორიდაში, ექსპრეზიდენტის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე მოხდა.

პოტენციური მკვლელი, რომელიც ბუჩქებში იყო ჩასაფრებული, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის გაიქცა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ომბუდსმენი - ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს
მამუკა ხაზარაძე - შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ - მადლობა პრეზიდენტს და გიორგი გახარიას რთული და კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის
გიორგი გახარია - მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს დასრულდებოდა, მოლაპარაკებები დასრულდება ხვალ
შალვა პაპუაშვილი: ილიას გზას არქმევენ, სინამდვილეში ეს არის ბერბიჭაშვილის გეგმა, რომელიც „ლელომ“ შეადგინა. როგორც ილია მოკლეს გასულ საუკუნეში, ახლა უნდათ ამ საუკუნეში საქართველო მოაკვლევინონ ამ ბერბიჭაშვილის გეგმით
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას არ უღიარებია არცერთი საპარლამენტო არჩევნები - ემზადებიან იმისთვის, რომ როგორმე არჩევნებს გვერდი აუარონ, 26 ოქტომბერი აქციონ სკანდალის და პანიკის დღედ და შემდეგ სიტუაცია არიონ
არქივი