მამუკა მდინარაძე: ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და ისეთივე აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 16 სექტემბერი 2024, 22:34
დიახ, დამნაშავეა მკვლელი და მწამებელი და ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და ისეთივე აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი, მაგალითად. ეს უნდა შეიგნონ ბოლოს და ბოლოს,  - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, იმ ადამიანებმა, ვინც ურთიერთპატიებას და შერიგებას დაუპირისპირდნენ, კარგად უნდა გაიაზრონ, რასთან დაკავშირებით სცადეს სპეკულაციები და რატომ ატყუებენ საზოგადოებას, თითქოს ოკუპანტს, მკვლელს ან მწამებელს ვინმე ბოდიშს უხდის. 

მდინარაძის განმარტებით, კონფლიქტის გადაჭრის ორი გზიდან, რომელიც ომსა და ურთიერთპატიებას გულისხმობს, საქართველო სწორედ ურთიერთპატიებას ირჩევს, ერთიანი საქართველოს იდეის აღსრულებას კი დიდი პოლიტიკური გამბედაობა და ვაჟკაცობა სჭირდება, რისი შემადგენელი ნაწილიც ბოდიშის მოხდაა.

"ჩვენი გმირები შეეწირნენ ერთიანი საქართველოს იდეას და ამ იდეის აღსრულებას სჭირდება დიდი შერიგება ჩვენს ოს დებთან და ძმებთან, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან,  ამ სიტყვას სპეციალურად ვუსვამ ხაზს.  დიდი შერიგება ბოდიშის გარეშე შეუძლებელია. 
არსებობს კონფლიქტის გადაჭრის ორი გზა: ერთია ომი და მეორეა ურთიერთპატიება. ჩვენ ვირჩევთ ურთიერთპატიების გზას. იმ ადამიანებმა, ვინც გაილაშქრეს ქვეყნის ერთიანობის, ურთიერთპატიების, შერიგების წინააღმდეგ, კარგად უნდა გაათვითცნობიერონ, რას დაუპირისპირდნენ, რასთან დაკავშირებით სცადეს სპეკულაციები, რასთან დაკავშირებით სცადეს ამ ბინძურ პოლიტიკურ შეხლა-შემოხლაში – და სიბინძურე მხოლოდ მათი მხრიდან არის – გაერიათ, გაესვარათ გმირების სახელები და გვარები. რას ატყუებენ ისინი ქართულ საზოგადოებას და რატომ სჭირდებათ ტყუილების თქმა, თითქოს ვინმე ამბობს, რომ ოკუპანტს, მკვლელს ან მწამებელს ვინმემ ბოდიში უნდა მოუხადოს. უნდა ჩამოვყალიბდეთ, ოსები და აფხაზები არიან თუ არა ჩვენი დები და ძმები, თუ როგორც ისინი ამ სამი დღის განმავლობაში ასე ბინძურად აკეთებენ, არიან დამნაშავეები. ქვეყნის გაერთიანების იდეის და ერთიანი საქართველოს იდეის აღსრულებას დიდი პოლიტიკური გამბედაობა და ვაჟკაცობა სჭირდება. ამ ვაჟკაცობის შემადგენელი ნაწილია ბოდიშის მოხდაც, სადაც ეს საჭირო და აუცილებელია ურთიერთპატიებისთვის. ბოლო-ბოლო, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვართ ვეფხის და მოყმის ქვეყანა, ძეგლი დავუდგით და ჩვენ გვაქვს შერიგების მინისტრის ინსტიტუტი. ესენი რომ მიუშვა, ერთსაც გააუქმებენ და მეორე, შეიძლება, საერთოდ აიღონ. როცა ყოფნის ვიღაცას ვაჟკაცობა, მათ შორის, პოლიტიკური გამბედაობა და ამბობს, რომ დიახ, ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ, ჩვენ ჩვენს შეცდომებზე უნდა ვილაპარაკოთ, მათ – თავისზე. აქ ქართველებზე, ოსებზე და აფხაზებზეა ლაპარაკი და არა – მკვლელებზე, სადისტებზე, ოკუპანტებზე და მწამებლებზე. ეს უნდა გავაცნობიეროთ, თორემ, სხვა შემთხვევაში არ დასჭირდებოდათ მათ ტყუილების თქმა, აქ რომ იტყუებიან – რუსებს მოვუხადოთ ბოდიში? ან ანწუხელიძის მკვლელებს მოვუხადოთ ბოდიში? საიდან მოიტანეს ეს? როგორ აკადრეს ან ანწუხელიძის სახელს და გვარს, ან ჩვენს გმირებს, მაგრამ აკადრეს, იცით, რატომ? თავის დროზე აკადრეს, ომის დანაშაული დააბრალეს, ეს აკადრეს ომიდან ორ თვეში და ამიტომ აკადრეს დღეს ეს ყველაფერი.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ომბუდსმენი - ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს
მამუკა ხაზარაძე - შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ - მადლობა პრეზიდენტს და გიორგი გახარიას რთული და კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის
გიორგი გახარია - მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს დასრულდებოდა, მოლაპარაკებები დასრულდება ხვალ
შალვა პაპუაშვილი: ილიას გზას არქმევენ, სინამდვილეში ეს არის ბერბიჭაშვილის გეგმა, რომელიც „ლელომ“ შეადგინა. როგორც ილია მოკლეს გასულ საუკუნეში, ახლა უნდათ ამ საუკუნეში საქართველო მოაკვლევინონ ამ ბერბიჭაშვილის გეგმით
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას არ უღიარებია არცერთი საპარლამენტო არჩევნები - ემზადებიან იმისთვის, რომ როგორმე არჩევნებს გვერდი აუარონ, 26 ოქტომბერი აქციონ სკანდალის და პანიკის დღედ და შემდეგ სიტუაცია არიონ
არქივი