მამუკა მდინარაძე სანქციებზე: ერთმანეთში არიეს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები და პოლიციის მაღალჩინოსნები. ეს არის პოლიციის შეურაცხყოფა, ინსტიტუტის შეურაცხყოფა და ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
17 16 სექტემბერი 2024, 21:33

ქართულმა სახელმწიფომ, მისმა ხელისუფლებამ, როგორც იქნა გაბედა და თქვა - დიახ, ვინც ქართულ ეკლესიას, იდენტობას, ხალხის არჩევანს მიაყენებს შეურაცხყოფას, მას გავცემთ პასუხს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ჩვენ არაერთი მაშველი რგოლი შეგვიძლია ვნახოთ არჩევნებამდე. დღეს ნახეთ ხომ სანქციები გამოაცხადეს. დღესვე როთი ჩამოვიდა, ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს, ეკლესიას, ხელისუფლებას, ქართველი ხალხის არჩევანს და ჭკუას გვასწავლის. ამიტომ არ ვხვდებით და ამიტომ ვბედავთ და ქართულმა სახელმწიფომ, მისმა ხელისუფლებამ, როგორც იქნა გაბედა და თქვა - დიახ, ვინც ქართულ ეკლესიას, იდენტობას, ხალხის არჩევანს მიაყენებს შეურაცხყოფას, მას გავცემთ პასუხს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს. 10 წლის წინ ალბათ ამაზე ვერც კი ვიოცნებებდით და დღეს ჩვენ ამას ვბედავთ. ერთი წამით მაინც წარმოიდგინოთ, რომ მისმა უშუალო კოლეგამ ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთოს ასეთი რამ, ჩავიდეს გერმანიაში და მათ ღირსებას, ხელისუფლებას შეურაცხყოფა მიაყენოს. ამას ჩვენ თვითონ არ დავუშვებთ, მაგრამ წარმოიდგინეთ მათი რეაქცია. ისინი ბედავენ აქეთ! ვერ უნდა გაბედონ!“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მან ასევე ისაუბრა სანქციებზე, რომლის დაწესების შესახებაც ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

„დღეს სანქციები ვნახეთ. როგორც ჩანს არაფორმალური გავლენები იმდენად მძლავრია, მათ შორის აშშ-ში, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რომ ამ გავლენების შესაბამისად კიდევ ერთხელ დაგვასანქცირეს. ამჯერად ფინანსური სანქციები დააწესეს. გაურიეს, ერთმანეთში არიეს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები და პოლიციის მაღალჩინოსნები. ეს არის პოლიციის შეურაცხყოფა, ინსტიტუტის შეურაცხყოფა და არის ქართველი ხალხის არჩევანსა და ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენ კიდევ ველოდებით მსგავს და შეიძლება კიდევ უფრო მძაფრ რეაქციებს“, აღნიშნა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ომბუდსმენი - ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს
მამუკა ხაზარაძე - შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ - მადლობა პრეზიდენტს და გიორგი გახარიას რთული და კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის
გიორგი გახარია - მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს დასრულდებოდა, მოლაპარაკებები დასრულდება ხვალ
შალვა პაპუაშვილი: ილიას გზას არქმევენ, სინამდვილეში ეს არის ბერბიჭაშვილის გეგმა, რომელიც „ლელომ“ შეადგინა. როგორც ილია მოკლეს გასულ საუკუნეში, ახლა უნდათ ამ საუკუნეში საქართველო მოაკვლევინონ ამ ბერბიჭაშვილის გეგმით
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას არ უღიარებია არცერთი საპარლამენტო არჩევნები - ემზადებიან იმისთვის, რომ როგორმე არჩევნებს გვერდი აუარონ, 26 ოქტომბერი აქციონ სკანდალის და პანიკის დღედ და შემდეგ სიტუაცია არიონ
არქივი