73
15 სექტემბერი 2024, 12:03
მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთპატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„სრული ლუსტრაციაა. (იხ. გარესამთავრობოებისა და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების დღევანდელი რეაქციები ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე).
პ. ს. ნაცების ამაზრზენი, სპეკულაციური და კოორდინირებული მესიჯბოქსის საპასუხოდ: არათუ ანწუხელიძის, არავის მკვლელებს არ უხდიან ბოდიშს. მკვლელებს ასამართლებენ! ბოდიშს ჭირისუფლებს უხდიან!..“,- წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |