წითელპიჯაკიანმა და აზროვნებით წითელარმიელმა ეკა გიგაურმა სენატში პატრონებს უპატაკა, რომ თანასექტანტებთან ერთად, მზადაა წინააღმდეგობა გაუწიოს მთავრობას, რათა არ მიიწებონ უცხოელი აგენტის იარლიყი. აგენტოკრატიის მონა რომაა ვიცით და წინააღმდეგობა რას ნიშნავს, რომელ უკანონო ქმედებას? - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძის თქმით, სავარაუდოდ, ნაცავაზაკებს და მათ მფარველებს არჩევნებში პირწმინდა წაგების შემდეგ, ანტისახელმწიფოებრივი სცენარი დამუშავებული აქვთ და ემზადებიან მორიგი ფუჭი "საერთო-სახალხო აჯანყებისთვის".
„წითელპიჯაკიანმა და აზროვნებით წითელარმიელმა ეკა გიგაურმა სენატში პატრონებს უპატაკა, რომ თანასექტანტებთან ერთად, მზადაა წინააღმდეგობა გაუწიოს მთავრობას, რათა არ მიიწებონ უცხოელი აგენტის იარლიყი. აგენტოკრატიის მონა რომაა ვიცით და წინააღმდეგობა რას ნიშნავს, რომელ უკანონო ქმედებას?
არავის დაავიწყდა, რომ კოლექტიური გიგაურები საპროტესტო აქციებზე მოითხოვდნენ მთავრობის დამხობას და აკერმანისეულ ე.წ. მშვიდობიან რევოლუციას. სავარაუდოდ, ნაცავაზაკებს და მათ მფარველებს არჩევნებში პირწმინდა წაგების შემდეგ, ეს ანტისახელმწიფოებრივი სცენარი დამუშავებული აქვთ და ემზადებიან მორიგი ფუჭი "საერთო-სახალხო აჯანყებისთვის".
როგორ ამაოდ ცდილობენ ეს უსამშობლო, ქარაქუცა, დასპონსორებული აქტივისტები ჩვენი ქვეყნის აყირავებას", - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |