პარლამენტში საგადასახადო კოდექსში ანტიკრიზისული ცვლილებების კანონპროექტი დარეგისტრირდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
908 13 მაისი 2020, 12:36
პარლამენტში  საგადასახადო კოდექსში ცვლილებების  კანონპროექტი დარეგისტრირდა. როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს განუცხადა, ამ ცვლილებების კანონპროექტის განხილვა და მიღება მოკლე დროში მოუწევთ.

"მნიშვნელოვანია ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რაზეც ირაკლი კოვზანაძე მუშაობდა მთვრობასთან ერთად. ეს არის ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც უკვე შემოსულია და ჩვენ ძალიან მოკლე დროში მოგვიწევს მუშაობა. აქ არის მთელი რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ღონისძიებები, რომელიც ანტიკრიზისული რეაგირების ფარგლებში შევიმუშავეთ. მათ შორისაა 750 ლარამდე შემოსავლის მქონე ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან. ასეთი ტიპის შეღავათები არის არაერთი ამ პაკეტში და გთხოვთ მოკლე დროში, მაგრამ, ასევე დეტალურად განვიხილოთ და დროულად მივიღოთ ეს ცვლილებები", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს. კონკრეტულად კი, კერძო სექტორში დაქირავებული პირების 1 500 ლარამდე ხელფასი, 750 ლარის ოდენობაზე თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან 6 თვის განმავლობაში. შეღავათის მაქსიმალური ოდენობა თითოეულ სამუშაო ადგილზე 150 ლარია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე: წლის დასაწყისში გვქონდა 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა კი 6,8%-მდე გავზარდეთ
ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა - CNN
ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ზოგიერთი ევროპელი ელჩის პროგნოზითაც კი, საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოშლილიყო - სინამდვილეში კი, EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის -შეამცირა
არაბმა ლიდერებმა დაამტკიცეს $53 მილიარდიანი გეგმა, რომელსაც ღაზის სექტორში ტრამპის იდეის ალტერნატივად მიიჩნევენ
არქივი