თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მეხუთე სხდომა გამართა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა.
კომისიას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს. კომისიის წევრებმა მოისმინეს ანგარიში მედიამონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირების შესახებ. სხდომას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უძღვებოდა. კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ წევრი საჯარო უწყებების ხელმძღვანელები, აგრეთვე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების − „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI), „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.
კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; აგრეთვე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |