მიხეილ ყაველაშვილი - საჭიროა არსებული პოლიტიკური სივრცე გაჯანსაღდეს - არ შეიძლება ქვეყანაში გარედან დაფინანსებული პარტიები და ორგანიზაციები არსებობდნენ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 09 სექტემბერი 2024, 16:40

საჭიროა არსებული პოლიტიკური სივრცე გაჯანსაღდეს - არ შეიძლება ქვეყანაში გარედან დაფინანსებული პარტიები და ორგანიზაციები არსებობდნენ! - ეს განცხადება დღეს მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა.

ყაველაშვილის თქმით, „როდესაც ფინანსური გამჭვირვალობის პროცესს ეწინააღმდეგები, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც გაქვს დასამალი".

„ევროკავშირისა და აშშ-ს ავტორიტეტულ წარმომადგენლებს პიტერ სტანოსა და ჯეიმს ო'ბრაიენს დავალება აქვს, როგორმე საქართველოს ხელისუფლება გაანეიტრალონ და მას შანტაჟის ენით ესაუბრონ - ვაჭრობენ ევროკავშირის სტატუსით. ყველა გაურბის კითხვას, რატომ არის გამჭვირვალობა ევროპისთვის მიუღებელი - მასზე პასუხი არავის აქვს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ "დღეს საქართველოს მთავრობა და მმართველი ძალა "ქართული ოცნება" ერთი-ერთში იმეორებს წერილების პათოსს, რომლის გამოქვეყნებაც „ხალხის ძალამ“ წელიწადნახევრის წინ დაიწყო. ყაველაშვილის თქმით, „ეს ზღვარი მოშლილია“.

„არათუ მმართველი ძალა, არამედ საქართველოს უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს, რაც თავდაპირველად „ხალხის ძალამ“ გააჟღერა. ასევე, ბიძინა ივანიშვილი და მმართველი ძალა რეგიონებში მუდმივად საუბრობს, რომ გამოწვევაა ლგბტ პროპაგანდისგან ოჯახების დაცვა - ევროკავშირში სულ ორი ქვეყანაა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებული არ არის და ეს ზეწოლა გაგრძელდება.

გარდა ამისა, შეიძლება ძალიან მალე დადგეს სანატრელი დღე - ქვეყნის გამთლიანების საკითხი, რისთვისაც ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ასევე, საჭიროა ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის დაცვა, რომელიც ყოველთვის პირდაპირი ზეწოლის ქვეშ იყო, როცა მმართველი ძალა რადიკალური ფრთა იყო. NGO სექტორი ფულს იღებდა იმაში, რომ საპატრიარქოსთვის და ჩვენი რწმენისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა.

ჩვენ ამ გზას დავადექით და ვაპირებთ განვახორციელოთ ის, რაც ამ ოთხი მიმართულებით წარმოვადგინეთ. აუცილებელია ამ პრინციპული საკითხების კონსტიტუციაში ასახვა", - განაცხადა ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
"თუ მათ უნდათ, რომ ვადაგასულ პრეზიდენტთან ერთად რაიმე მთავრობა ჩამოაყალიბონ, ჭოველიძის ოფისში ჩამოაყალიბონ" - ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციაზე
გურამ მაჭარაშვილი - სიტყვებიც კი არ მყოფნის, გიორგი გახარიაზე რომ ვისაუბრო, არც ღირს სიტყვების დახარჯვა
ქადაგიშვილი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ის აღვირახსნილი კამპანია, რაც მიმდინარეობს, უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაპირისპირების დეესკალაცია არ მოხდება
ვლადიმერ ბოჟაძე საგამოძიებო კომისიაზე: ჩვენ შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველაფერს გავაკეთებდით იმისათვის, რომ მომხდარიყო „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის სამართლებრივი შეფასება
პროკურატურა: მოვუწოდებთ გამოსაკითხ პირებს ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოსთან და წარმოადგინონ ნებისმიერი სახის მტკიცებულება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში
არქივი