ჩვენ დავიწყებთ იარაღის წარმოებას მიწის ქვეშ, რათა უკრაინელმა ჯარისკაცებმა თავის დაცვა მაშინაც შეძლონ, როცა პარტნიორებისგან მისი მოწოდება ფერხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 08 სექტემბერი 2024, 09:07

დასავლელი მოკავშირეების მხრიდან სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხების ფონზე უკრაინა საკუთარი იარაღის წარმოებას მიწის ქვეშ დაიწყებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ დავიწყებთ იარაღის წარმოებას მიწის ქვეშ, რათა უკრაინელმა ჯარისკაცებმა თავის დაცვა მაშინაც კი შეძლონ, როცა ჩვენი პარტნიორებისგან მოწოდება ფერხდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მოკავშირეებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„მსოფლიოში საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემებია, რათა გარანტირებული იყოს რუსული ტერორის უშედეგობა. მოგიწოდებთ, უფრო აქტიურები იყოთ ამ საქმეში ჩვენთან ერთად საჰაერო თავდაცვის კუთხით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინას ომი თანდათან უკან რუსეთში გადააქვს, რათა პუტინმა იგრძნოს ზეწოლა და საბოლოოდ დაიწყოს მშვიდობის ძიება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეთიუ მილერი სანქციებზე - აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია - ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს
ჯიმ რიში - მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს - მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ
აშშ-ის გენერალური პროკურორი ტრამპზე თავდასხმის სავარაუდო მცდელობაზე: დაუღალავად ვიმუშავებთ და გამოვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ რესურსს ამ გამოძიებაში
მამუკა მდინარაძე: ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და ისეთივე აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი
მამუკა მდინარაძე: ბოლოს მოინდომეს ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის დაბულინგება. აზრი აღარ ეკითხება უკვე ამ ხალხს, ისეთ დღეში არიან. არ გამოვა ჩვენი დაბულინგება
არქივი