ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 07 სექტემბერი 2024, 23:11

ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ნაკრების მიერ ჩეხეთის დამარცხებას.

პრეზიდენტი საქართველო-ჩეხეთის მატჩს პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ დიდ ეკრანზე ადევნებდა თვალს.

„დასაწყისში, რომ გითხარით, გამარჯვება იქნებაო, გამარჯვება არის და გამარჯვება ასე იქნება ბოლომდე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ელოდა თუ არა ის საქართველოს გამარჯვებას, დადებითი პასუხი გასცა.

„ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები, გაიგეთ ისე, როგორც გინდათ, ყველა გამარჯვებას ველოდები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და ისეთივე აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი
მამუკა მდინარაძე: ბოლოს მოინდომეს ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის დაბულინგება. აზრი აღარ ეკითხება უკვე ამ ხალხს, ისეთ დღეში არიან. არ გამოვა ჩვენი დაბულინგება
მამუკა მდინარაძე სანქციებზე: ერთმანეთში არიეს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები და პოლიციის მაღალჩინოსნები. ეს არის პოლიციის შეურაცხყოფა, ინსტიტუტის შეურაცხყოფა და ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა
მამუკა მდინარაძე - „სკეტჩის" არ იყოს, რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ? - ეს ჩვენ ზიანს ვეღარ გვაყენებს, გაცვდა ეს მოქმედებები, ზიანს აყენებს აშშ-ის რეპუტაციას საქართველოში
არქივი