საქართველომ პარალიმპიადაზე მეხუთე მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
138 05 სექტემბერი 2024, 21:11

ქართველი პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი (60კგ, კატეგორია J2) პარიზის პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონია. მან ფინალი უზბეკ შერზოდ ნამაზოვთან დათმო და საქართველოს მეორე ვერცხლის მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ზურაბ ზურაბიანმა ჩილელ იოხან ერერას სძლია, ნახევარფინალში კი ალჟირელი იშაკ ოლდკუიდერი იპონით დაამარცხა.

ქართველი პარაძიუდოისტი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი და ევროპის ვიცე-ჩემპიონია. მან პარალიმპიადაზე მეორედ იასპარეზა, მედალი კი პირველად მოიპოვა.

ამ დროისთვის საქართველოს პარალიმპიადის ხუთი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედალი პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვა, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი