ირაკლი კობახიძე: საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გვექნება პირველ ოქტომბერს და დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას მთელ იმ გეგმას, რაც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან შემდეგი 4 წლის განმავლობაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 05 სექტემბერი 2024, 09:10

საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გვექნება პირველ ოქტომბერს და დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას მთელ იმ გეგმას, რაც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან შემდეგი 4 წლის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში..

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების დღის წესრიგში მუდმივად არის მომავალთან დაკავშირებული შეთავაზებები.

„როდესაც, მაგალითად, იმართება მთავრობის სხდომა, პრაქტიკულად, ყველა სხდომაზე ჟღერდება ახალი ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება სამომავლო განვითარებას, მათ შორის, ეკონომიკურ განვითარებას. ამ ყველაფერს ჩვენ თავს მოვუყრით საარჩევნო პროგრამაში, რომლის პრეზენტაცია გვექნება პირველ ოქტომბერს და დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას მთელ იმ გეგმას, რაც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან შემდეგი 4 წლის განმავლობაში. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება არის პრიორიტეტი. როგორი კარგი ეკონომიკური პოლიტიკაც არ უნდა გქონდეს, როგორი ზრდაც არ უნდა გქონდეს ეკონომიკურად და ა.შ. თუ პოლიტიკური პრობლემა არ მოგვარდა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დადგეს ქვეყანა. როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა ერთ-ერთ შეკრებაზე - არ შეიძლება მუდმივად ვიაროთ დანაღმულ ველზე, არ შეიძლება უბრალოდ და დღემდე გვაქვს ასეთი ვითარება. ამიტომ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, რისთვისაც აუცილებელია „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება, არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივი დაბრკოლებები გვექნება ჩვენ განვითარების გზაზე. ამიტომ ეკონომიკა და „ნაცმოძრაობის“ აკრძალვაც პირდაპირ არის ერთმანეთთან დაკავშირებული“, - აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინა 40 რაკეტითა და 70-ზე მეტი დრონით დაბომბა
ბერდია სიჭინავა - მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად ჩვენი ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე, გახარიაზე თავდამსხმელებსა და ორგანიზატორს შესაბამისი პასუხი გაეცემა
კოალცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზე, რომელიც ხსნის განვითარების ახალ პერსპექტივებს და პოტენციალს
წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მთავრობის დაფინანსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანსგენდერი სპორტსმენების ქალთა სპორტის სახეობებში მონაწილეობას კრძალავს
არქივი