66
05 სექტემბერი 2024, 09:11
საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩზე ბილეთების გაყიდვა დღეს 12:00 საათიდან TKT.ge-ზე დაიწყება. ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები, მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი 21 სექტემბერს გაიმართება. მატჩი 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე შედგება.
კაკა, რივალდო, კაფუ, დიდა - ეს იმ ფეხბურთელთა არასრული სიაა, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ. ლეგენდარულია საქართველოს ნაკრებიც, მის შემადგენლობაში იქნება ყველაზე ტიტულიანი ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძეც. ქართული ფეხბურთის ლეგენდებს თემურ ქეცბაია გაწვრთნის.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |