ირაკლი კობახიძე: NGO-ების ნაწილი რეგისტრირდება სხვა ქვეყანაში იმ საბაბით, რომ არ უნდათ, ერქვათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია ამიტომ პირდაპირ უცხოურ ძალად რეგისტრირდებიან, აქედან ჩანს, რამხელა ფარსია ეს ყველაფერი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 05 სექტემბერი 2024, 00:37

NGO-ების ნაწილი რეგისტრირდება სხვა ქვეყანაში იმ საბაბით, რომ არ უნდათ ერქვათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, ანუ არ გინდა გერქვას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი და პირდაპირ უცხოურ ძალად რეგისტრირდები, აქედან ჩანს, რამხელა ფარსია ეს ყველაფერი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მაქსიმუმი, რაც კონკრეტული ორგანიზაციის მისამართით შეიძლება მოხდეს, არის ერთჯერადად 25 000-ლარიანი ჯარიმის გამოწერა.

„ეს არის მაქსიმუმი. ვერავითარ ფონს ისინი ვერ შექმნიან, როგორც არ უნდა მოინდომონ. მეტის დროც არ არის დარჩენილი, დაახლოებით თვე-ნახევარია დარჩენილი არჩევნებამდე. მაქსიმუმი, რაც შეიძლება მოასწროს იუსტიციის სამინისტრომ, ეს არის კონკრეტული ორგანიზაციის მიმართ ერთჯერადი ჯარიმის გამოწერა. რა ფონი უნდა შექმნან ამ ყველაფრით. როგორც არ უნდა სცადონ ხელოვნურად ამ ყველაფრის აგორება, ვერავითარი ფონი ვერ შეიქმნება. გარდა ამისა, რაც შეეხება სტიგმატიზაციას, ერთი საინტერესო ფაქტია - NGO-ების ნაწილი რეგისტრირდება სხვა ქვეყანაში იმ საბაბით, რომ არ უნდათ ერქვათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. ანუ არ გინდა გერქვას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი და პირდაპირ უცხოურ ძალად რეგისტრირდები. აქედან ჩანს, რამხელა ფარსია ეს ყველაფერი, მთლიანად საკუთარ სიცრუეში და ფარსში არიან გახვეული, რასაც, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება უბრალოდ არ მიიღებს და არ იყიდის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირანის პრეზიდენტი: ირანს ტრამპის მკვლელობა არასდროს დაუგეგმავს
"თუ მათ უნდათ, რომ ვადაგასულ პრეზიდენტთან ერთად რაიმე მთავრობა ჩამოაყალიბონ, ჭოველიძის ოფისში ჩამოაყალიბონ" - ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციაზე
გურამ მაჭარაშვილი - სიტყვებიც კი არ მყოფნის, გიორგი გახარიაზე რომ ვისაუბრო, არც ღირს სიტყვების დახარჯვა
ქადაგიშვილი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ის აღვირახსნილი კამპანია, რაც მიმდინარეობს, უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაპირისპირების დეესკალაცია არ მოხდება
ვლადიმერ ბოჟაძე საგამოძიებო კომისიაზე: ჩვენ შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველაფერს გავაკეთებდით იმისათვის, რომ მომხდარიყო „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის სამართლებრივი შეფასება
არქივი