ირაკლი კობახიძე: ყოველგვარი ზღვარი წაშლილია მდიდარ NGO-ებსა და პოლიტიკას შორის, უკვე ყველამ გაიგო, რომ სინამდვილეში ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატარ-პატარა დანაყოფები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 05 სექტემბერი 2024, 00:26

საარჩევნო დამკვირვებლებიც კი, რომლებიც უნდა იყვნენ უმაღლესი სტანდარტის მიუკერძოებელი ორგანიზაციები, პირდაპირ გამოდიან მაპოლარიზებელი და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო მესიჯებით, რეალურად, ყოველგვარი ზღვარი წაშლილია NGO-ებსა და პოლიტიკას შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საუბარია მდიდარ NGO-ებზე, რომლებიც არიან პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ქვეყანაში.

„ისინი პირდაპირ გამოდიან კამპანიით, გადახედეთ მათ განცხადებებს და „ფეისბუქ“-გვერდებს, ისინი არიან პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო ამ ქვეყანაში და პირდაპირ აწარმოებენ კამპანიას. მათ შორის არიან ორგანიზაციები, რომლებსაც ჰქვიათ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციები. საარჩევნო დამკვირვებლებიც კი, რომლებიც უნდა იყვნენ უმაღლესი სტანდარტის მიუკერძოებელი ორგანიზაციები, პირდაპირ გამოდიან მაპოლარიზებელი და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო მესიჯებით. ყველანაირი ზღვარი წაშლილი აქვთ. რაზეა საუბარი, როცა 2022 წელს პირდაპირ სცენაზე ავიდნენ, მთავრობის გადადგომა მოითხოვეს და საკუთარი მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირება. რეალურად, ყოველგვარი ზღვარი წაშლილია NGO-ებსა და პოლიტიკას შორის, საუბარი მაქვს მდიდარ NGO-ებზე. ასეთ ვითარებაში მათ არც ერთ ნაბიჯს უკვე ფასი აღარ აქვს. უკვე ყველამ გაიგო, რაც შეიძლება მანამდე ასე მკაფიოდ გასაგები არ იყო, რომ სინამდვილეში ეს NGO-ები არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატარ-პატარა დანაყოფები“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
SpaceX-ის დირექტორმა გლობალურ ფორუმზე ხაზი გაუსვა საქართველოს „სტრატეგიულ როლს" ციფრულ განვითარებაში
გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
ვლადიმერ ბოჟაძე როთის ვიზიტზე: ეს არის ქვეყნის შიგნით საქმეებში ჩარევა. რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები არაფრის მომცემია თავად როთისთვის ან თავად ოპოზიციისთვის
ვახტანგ ჩოჩია როთზე: მის პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე თვალსაჩინო ადგილი უკავია საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. მან, ფაქტობრივად, უფრო მეტი პოპულარობა დააგროვა ქართულ „ნაც ბაბლში“, ვიდრე მას ჰქონდა პოპულარობა გერმანიაში
დავით მათიკაშვილი: კომისიის მიზანი იქნება იმ დანაშაულების გამოძიება და სისტემური დანაშაულის საბოლოო შეფასება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო მათ მიერ ჩადენილი ჩვენ ქვეყანაში
არქივი