ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას: ყველა პატიოსანი და პატრიოტი ქართველი საქართველოში გააგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ შენნაირი უსამშობლოები რომელ ქვეყანას აირჩევენ, საკითხავი ეგ არის!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 04 სექტემბერი 2024, 19:55

„ნაძლევს ვდებ - ეს [ნიკა გვარამია] 27 ოქტომბერს კვიპროსიდან ჩაგვერთვება და ემიგრაციიდან ბრძოლას დაგვპირდება… აი, ისევე როგორც მისმა პოლიტიკურმა თანამეცხედრე კეზერაშვილმა და ადეიშვილმა აიკრეს გუდა-ნაბადი 2012 წელს“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადების - „კობახიძის სისულელეზე პასუხის გაცემა ნიშნავს, მივყვეთ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგს - გავეშვათ ამ ადამიანებზე ლაპარაკს და მივხედოთ ჩვენს საქმეს, 27 ოქტომბერს უნდა ვცხოვრობდეთ ახალ ქვეყანაში“ საპასუხოდ.

მისივე თქმით, ნიკა გვარამია არჩევნების შემდეგ ქვეყნიდან გაიპარება და პირდაპირი ჩართვით თავის მომხრეებს ემიგრაციიდან ბრძოლას დაპირდება.

„ყველა პატიოსანი და პატრიოტი ქართველი საქართველოში გააგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ შენნაირი უსამშობლოები რომელ ქვეყანას აირჩევენ, საკითხავი ეგ არის!

ნაძლევს ვდებ - ეს 27 ოქტომბერს კვიპროსიდან ჩაგვერთვება და ემიგრაციიდან ბრძოლას დაგვპირდება…

აი, ისევე როგორც მისმა პოლიტიკურმა თანამეცხედრე კეზერაშვილმა და ადეიშვილმა აიკრეს გუდა-ნაბადი 2012 წელს.

რა გგონიათ, კოლექტიური ნაცმოძრაობის გასამართლება რომ დაიწყება, ეს ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან?!

ამას იმდენი ნაძირლობები აქვს გაკეთებული ნაციონალური რეჟიმის ჩამოყალიბების პროცესში, რამაც 2008 წლის აგვისტოს ტრაგედია, ადამიანის უფლებების მასობრივი ხელყოფა და ნულოვანი ტოლერანტობა მოიტანა, რომ პირველი გაიძურწება ქვეყნიდან“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი