გია აბაშიძე რობერტა მეცოლას ახალ ეთიკის კოდექსზე: კორუფციასა და ნეპოტიზმში ჩაფლული ევროპარლამენტის მორიგი მხილება, რომელზეც ფსევდოლიბერალ უცხოელ აქტორებს „შეშფოთება-აღშფოთება“ არ აქვთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 04 სექტემბერი 2024, 12:40

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას მიერ შემოტანილ ახალ ეთიკის კოდექსს ეხმიანება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, მოითხოვს, რომ ევროპარლამენტარებმა განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტზე, მათ შორის ოჯახის, ემოციური ცხოვრების ან ეკონომიკური ინტერესების შესახებ და ეს წესი ეხება ყველას თავად ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდა.

აბაშიძის თქმით, ზემოთ ხსენებული კორუფციასა და ნეპოტიზმში ჩაფლული ევროპარლამენტის მორიგი მხილებაა, რომელზეც ფსევდოლიბერალ უცხოელ აქტორებს „შეშფოთება-აღშფოთება“ არ აქვთ.

„კორუფციასა და ნეპოტიზმში ჩაფლული ევროპარლამენტის მორიგი მხილება, რომელზეც ფსევდოლიბერალ უცხოელ აქტორებს "შეშფოთება-აღშფოთება" არ აქვთ. "კატარგეითის" სკანდალის შემდეგ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ შემოიტანა ახალი ეთიკის კოდექსი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, მოითხოვს, რომ ევროპარლამენტარებმა განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტზე, მათ შორის ოჯახის, ემოციური ცხოვრების ან ეკონომიკური ინტერესების შესახებ. მაგრამ ამ ახალ წესებში ერთი საკვანძო პირი დარჩა თამაშ გარეთ - თავად ევროპარლამენტის პრეზიდენტი. რობერტა მეცოლას არ მოეთხოვება იმის დეკლარირება, რომ მეუღლე, უკო მეცოლა, ევროკავშირში იყო მაიამიში დაფუძნებული, მსოფლიოში სიდიდით მეორე საკრუიზო გემების კომპანია Royal Caribbean Group-ის მთავარი ლობისტი.

უკოს საქმიანობა სამუშაო დიდწილად შეუმჩნეველი დარჩა, მაშინაც კი, როდესაც ის მუშაობდა ზეგავლენის მოხდენაზე მწვანე კანონმდებლობაზე, რომელსაც მისი მეუღლე საბოლოოდ მოაწერდა ხელს. მართალია უკო მეცოლამ, როგორც ლობისტმა დაარეგისტრირა მისი საქმიანობა ბრიუსელში, მაგრამ მის მეუღლეს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას არ აქვს ვალდებულება სხვა ევროპარლამენტარების მსგავსად, დაადეკლარიროს მისი ოჯახის წევრების საქმიანობა“,- წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
შალვა პაპუაშვილი საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება
არქივი