რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 04 სექტემბერი 2024, 10:15

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი გაცხადება მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„2019 წლიდან, დღემდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ჩემს გუნდთან ერთად, ჩვენი საზოგადოების ინტერესების დასაცავად ბევრ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხეთ. საფუძველი ჩავუყარეთ ბევრ ახალ ინიციატივას და გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები.

მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის მთავრობის წევრებს, ერთობლივად განხორციელებული საქმიანობისთვის, სამშვიდობო პოლიტიკის, ინსტიტუციური გაძლიერების, დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ეკონომიკური საქმიანობისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროგრამებისა და პროექტებისთვის. განსაკუთრებული თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს. მადლობა საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ჩვენი საქმიანობის მხარდაჭერისთვის.

მადლობას ვუხდი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა ჩართულობით, ამ წლების განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ღონისძიება განხორციელდა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის საზოგადოებას. ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო ვყოფილიყავი მათ სამსახურში და ერთად გვეკეთებინა საქმე, რომელიც კიდევ უფრო მიგვაახლოებდა მიზანთან, რომელსაც გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს. მჯერა რომ, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, მოხდება ჩვენი ერთობლივი მიზნის განხორციელება - ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემი გუნდის წევრებს, უდიდესი მადლობა ჩემს ოჯახს!“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
შალვა პაპუაშვილი საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება
არქივი