„დასავლეთი საარჩევნო პროცესების დისკრედიტაციისთვის ემზადება, აღნიშნულის თქმის საფუძველს დასავლელი „პარტნიორების“ მიერ ნათქვამი განცხადებები მაძლევს,“- აღნიშნულის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„დასავლეთი საარჩევნო პროცესების დისკრედიტაციისთვის ემზადება, აღნიშნულის თქმის საფუძველს დასავლელი „პარტნიორების“ მიერ ნათქვამი განცხადებები მაძლევს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჩატარებულ არჩევნებში, არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენის მქონე დარღვევა არ ყოფილა, რაც ასახულია ეუთო ოდირის დასკვნებში, ასევე არსებობს აშშ-ს და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების ანგარიშები სადაც ერთხმად აღნიშნავენ, რომ არჩევნები თავისუფალ კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, სადაც დაცული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.
მიუხედავად აღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობისა, ოპოზიციის და არა ქვეყნის დასავლელი მეგობრები ღიად აცხადებენ, რომ ისინი ხალხის ნების სადარაჯოზე იქნებიან, დაიცავენ ქართველი ხალხის ხმებს და ა.შ. ქართველი ხალხის ნებას და ხმებს ცენტრალური საარჩევნო კომისია იცავს, მას გარე ძალების, მით უფრო უცხოელი პოლიტიკოსების ჩარევა და დახმარება არ სჭირდება.
კიდევ ერთი საკითხია, როცა უცხოელები აცხადებენ „დავიცავთ ქართველი ხალხის ნებას" ქართველ ხალხში უმრავლესობას გულისხმობენ თუ ადამიანთა მცირე ანგაჟირებულ ჯგუფს, რომელთაც არა ქვეყნის არამედ ფინანსური ინტერესი ამოძრავებს? დასავლეთი არა ქართველი ხალხის ნების დამცველი, არამედ საკუთარი აგენტურული ქსელის დამცველი და ქომაგია!“, - აცხადებს ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |