გია აბაშიძე: სამარცხვინო პარლამენტარ პავილიონისის თუ ფსევდოპრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებები, პრიმიტიულად იდენტურია - როცა ესა თუ ის „ნაცპერსონაჟი" ჯიუტად იმეორებს ერთსა და იმავე „მესიჯს', ეს მის უუნარობაზე მიუთითებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 03 სექტემბერი 2024, 11:36

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ლიეტუველი პარლამენტარის ჟიგიმანტას პავილიონისის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ იდენტურ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და მათ „თუთიყუშობანას" სიბრტყეში მყოფებს უწოდებს.

კერძოდ, აბაშიძის თქმით, საქართველოში დესტრუქციის მოსურნე პირების მიერ გაკეთებული ერთნაირი განცხადებები „ქართული ოცნების" კოშმარად ქცევის შესახებ, მათ უუნარობაზე მიუთითებს.

აგენტოკრატიის გზავნილების რეტრანსლატორების განცხადებები, იქნებიან ეს ლიეტუველი სამარცხვინო პარლამენტარი პავილიონისი თუ ფსევდოპრეზიდენტი ზურაბიშვილი, პრიმიტიულად იდენტურია - ჰგონიათ რომ დამაჯერებლად გამოიყურებიან, მაგრამ თუთიყუშობანას სიბრტყეში არიან. როცა რეპუტაციაშელახული ესა თუ ის ნაცპერსონაჟი ჯიუტად იმეორებს ერთსა და იმავე „მესიჯს“, მაგალითად, „კოშმარად ქცეული" ხელისუფლება, „გაყალბებული" არჩევნები", „ნეპოტიზმი" ცესკოში, „მიტაცებული" მართლმსაჯულება", ეს ვარიაციებში მის უუნარობაზე და უვარგის სპიკერობაზე მიუთითებს. სწორედ ასეთნი არიან საქართველოში დესტრუქციის მოსურნე სუბიექტები. მუდმივად გამეორებული მავნებლური სიტყვებით, ტერმინებით საკუთარ თავს კიდევ უფრო ასამარებენ, რადგან დამარწმუნებლობაში მათი ეფექტურობა ნულს ქვემოთაა, სამაგიეროდ სერტიფიცირებულ, ბოროტ ჯამბაზებად იქცნენ." - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
შალვა პაპუაშვილი საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება
არქივი