დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციის ტყუილების და ბრალდებების ჩამონათვალი ძალიან დიდია, მაგრამ თითოეულ მათგანზე მათ პასუხისგება მოუწევთ და ეს ძალიან მალე მოხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 26 აგვისტო 2024, 11:53

ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციის კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც მან აღნიშნა, ეს კამპანია ზღვარს სცდება. დიმიტრი ხუნდაძემ აქვე განმარტა, რომ ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ მათ აგენტურულ საქმიანობას ადასტურებს.

დეპუტატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მიზანია ტალახში გასვარონ მთელი ქვეყანა და ამომრჩევლის გადაბირება ტყუილების კასკადით მოახდინონ.

„ერთიანი ოპოზიცია, ანუ ერთიანი ნაცმოძრაობა დეზინფორმაციას მტრობის სტიმულირებისთვის იყენებს და ყველას და ყველაფერს თავს ესხმის. ლანძღვასა და შეურაცხყოფას არც არჩევნებამდე იკლებდნენ, მაგრამ დღეს ისინი ყველა ზღვარს გადადიან. ასეთია გამჟღავნებული აგენტურის ხვედრი.

მათი მიზანია, ტალახში გასვარონ მთელი ქვეყანა, რომ საზოგადოება დააბნიონ და შეცდომაში შეყვანილი ამომრჩევლების ხმა როგორმე დაიმატონ. წვიმისა და თოვლის მოსვლასაც ხელისუფლებას აბრალებენ და საკუთარ უსაქმურობასა და მავნებლობას სხვაზე გადაბრალებით მალავენ. მათი გაფუჭებულისა და ჩვენი გაკეთებულის შემჩნევა ობიექტურ თვალს არ გაუჭირდება, თუმცა ყველაზე დიდი ფასი მაინც მათ დროს ომის უბედურებასა და დღევანდელ მშვიდობას აქვს.

მართალია მათი მხრიდან ტყუილების და ბრალდებების ჩამონათვალი ძალიან დიდია, მაგრამ თითოეულ მათგანზე მათ პასუხისგება მოუწევთ და ეს ძალიან მალე მოხდება. უკვალოდ არაფერი არ ჩაივლის!“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
შალვა პაპუაშვილი საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება
არქივი