დღეს, როდესაც ტენდენციად იქცა “ურჩი” პოლიტიკური ლიდერების მკვლელობის მცდელობები, რა გასაკვირია, რომ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების დასაცავად შესაბამისი ზომები იქნას მიღებული? ის დიდი ძალების გაშმაგებულ ინტერესებს დაეჯახა საქართველოს ინტერესების დაცვის გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 23 აგვისტო 2024, 22:01
ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და თავისუფლება ჯერ კიდევ 2011 წელს დააყენა უდიდესი საფრთხის წინაშე. ის დაუპირისპირდა ისეთ რეჟიმს, რომელიც ქუჩაში ხოცავდა უდანაშაულო ადამიანებს; რომელიც მაღაზიის თავზე აწყობდა მშვიდობიანი მიტინგების დარბევისას მოკლულ ადამიანებს; რომელიც კლავდა, აწამებდა და თავისუფლებას უზღუდავდა პოლიტიკურ ოპონენტებს; რომელიც არ ინდობდა თუნდაც იმ რიგით მოქალაქეებს, რომლებიც მათი მეხოტბეები არ იყვნენ, მაგრამ არც რაიმე სერიოზულ საფრთხეს უქმნიდნენ რეჟიმს! - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნის გადასარჩენად საკუთარი თავი წინა ხელისუფლების სასტიკი რეჟიმის სამიზნედ აქცია, რომელსაც ზურგს უმაგრებდა აშშ-სა და ევროპის მმართველი ძალები, დღეს კი ის გაცილებით დიდი ძალების გაშმაგებულ ინტერესებს დაეჯახა, საქართველოს ინტერესების დაცვის გამო. 

შესაბამისად, შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების დასაცავად შესაბამისი ზომების მიღება გასაკვირი არ უნდა იყოს იმ ძალებისგან დასაცავად, რომლებიც საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტებსაც კი იშორებენ ტყვიით, როდესაც ისინი მათ ინტერესებს არ ახორციელებენ.

"ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და თავისუფლება ჯერ კიდევ 2011 წელს დააყენა უდიდესი საფრთხის წინაშე. ის დაუპირისპირდა ისეთ რეჟიმს, რომელიც ქუჩაში ხოცავდა უდანაშაულო ადამიანებს; რომელიც მაღაზიის თავზე აწყობდა მშვიდობიანი მიტინგების დარბევისას მოკლულ ადამიანებს; რომელიც კლავდა, აწამებდა და თავისუფლებას უზღუდავდა პოლიტიკურ ოპონენტებს; რომელიც არ ინდობდა თუნდაც იმ რიგით მოქალაქეებს, რომლებიც მათი მეხოტბეები არ იყვნენ, მაგრამ არც რაიმე სერიოზულ საფრთხეს უქმნიდნენ რეჟიმს! ივანიშვილი დაუპირისპირდა მყარად ფესვგადგმულ  დანაშაულებრივ სისტემას, რომელიც ოპონენტებს ან უბრალოდ მათთვის მიუღებელ ადამიანებს ართმევდა ბიზნესს, ქონებას, აკოტრებდა მათ და ასე თვითმკვლელობამდე ან მორალურ განადგურებამდე მიჰყავდა ისინი!  

ივანიშვილმა, ქვეყნის გადასარჩენად, საკუთარი თავი ამ სასტიკი რეჟიმის სამიზნედ აქცია, რომელსაც ზურგს უმაგრებდა აშშ-სა და ევროპის მმართველი ძალები, ვინც მორჩილების სანაცვლოდ თვალს ხუჭავდა ნაც-მოძრაობის დანაშაულებზე და მეტიც უპრავებდა კიდეც. 

დღეს, ის გაცილებით უფრო დიდი ძალების გაშმაგებულ ინტერესებს დაეჯახა, საქართველოს ინტერესების დაცვის გამო! მას შეუზღუდეს საკუთარ ფინანსურ რესურსებზე წვდომა, შვეიცარიის საბანკო სისტემაც კი დააყენეს რეპუტაციული რისკის ქვეშ, რათა ივანიშვილის შანტაჟისთვის გამოეყენებინათ! 

ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან ისმის მუქარა ლიკვიდაციის შესახებ. 

დღეს, როდესაც ფაქტობრივად ტენდენციად იქცა “ურჩი” პოლიტიკური ლიდერების მკვლელობის მცდელობები, რა გასაკვირია, რომ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების დასაცავად შესაბამისი ზომები იქნას მიღებული…? 

რთული გამოსაცნობი არ არის ის მეთოდები, რაც შესაძლოა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული, იმ ძალების მხრიდან, რომლებიც საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტებსაც კი იშორებენ ტყვიით, როდესაც ისინი მათ ინტერესებს არ ახორციელებენ…

P.S. ის კი კარგის ნიშანია, რომ შინაარსზე არაფერი აქვთ სათქმელი და ტყვიაგაუმტარი შუშების სისქეს ზომავენ მხოლოდ…" -  წერს ვატო შაქარიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
არქივი