გიორგი ზერეკიძე: ისე გაიკვირვეს ნაც ჯალათებმა ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი სამსახურები რომ იცავენ, თითქოს ყველაზე უკეთესად არ იციან, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან, რათა ქვეყანა ისევ იმ ჯოჯოხეთში დააბრუნონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 22 აგვისტო 2024, 19:02

ზუსტადაც უნდა დაიცვან ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებულად, ეს კაცი არის საქართველოს იმედი და გარანტი და ეს ადამიანი რომ არა კიდევ რისი გავლა მოუწევდა მანიაკების ხელში ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ჩვენგანს წარმოდგენაც არ მინდა, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე, ბიძინა ივანიშვილის მცხეთაში გამოსვლასთან და ტყვიაგაუმტარ მინასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს.

მისივე თქმით, ისე გაიკვირვეს ნაც ჯალათებმა ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი სამსახურები რომ იცავენ, თითქოს ყველაზე უკეთესად არ იციან, რომ თვითონაც და მათი პატრონებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან, რათა ძალაუფლება დაიბრუნონ და ქვეყანა ისევ იმ ჯოჯოხეთში დააბრუნონ.

„ისე გაიკვირვეს ნაც ჯალათებმა ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი სამსახურები რომ იცავენ, თითქოს თვითონ ყველაზე უკეთესად არ იციან, რომ თვითონაც და მათი პატრონებიც არიან ყველაფერზე წამსვლელები, რომ ძალაუფლება დაიბრუნონ და ქვეყანა ისევ იმ ჯოჯოხეთში დააბრუნონ. ზუსტადაც უნდა დაიცვან ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებულად, ეს კაცი არის საქართველოს იმედი და გარანტი და ეს ადამიანი რომ არა კიდევ რისი გავლა მოუწევდა მანიაკების ხელში ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ჩვენგანს წარმოდგენაც არ მინდა“, - წერს გიორგი ზერეკიძე.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის გაძლიერებული უსაფრთხოების თემით სპეკულაციას, პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები ლოგიკურია. მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის გარანტი და შესაბამისად, მთავარი რისკ-ფაქტორებიც ამას უკავშირდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ცივილიზაციის ხანა სრულდება და იწყება ევრაზიის საუკუნე, ეს არის ახალი მსოფლიოს ახალი პოლიტიკა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის და ვინც ამას არ მიიღებს, ის წააგებს
ზურაბ ქადაგიძე: სამშობლოს ღალატის ოფიციალური დოკუმენტი გაჩნდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლეღვის ფოთლები - „ლელო“ და „გახარია“ - ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე
მამუკა მდინარაძე - არსებობს ერთადერთი ვერსია, რომ სწორედ ჯაბა სამუშიამ გააყალბა 300 ათასი ხმა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გავლით და გაგვაღვიძა ჩელიაბინსკში
ბერდია სიჭინავა - ჩვენს გუნდს თურმე ეძებენ და ვერ პოულობენ პროტესტში, ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“, თან „თვალთხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს
არქივი