ნინო ფოჩხუა ბიძინა ივანიშილის უსაფრთხოებაზე-არ არიან ადამიანის მკვლელობაზე წამსვლელები, თუ დაავიწყდათ ბიძია თემურის მილიონის და "სნაიპერსკი ვინტოვკის" ამბავი?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 22 აგვისტო 2024, 17:08
ნურავის ექნება იმედი და ცრუ მოლოდინი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაჟღერებული მესიჯი, ქუდზე კაცის გამოსვლასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" ამომრჩევლის ნაკლებობას ნიშნავს. ბოლო კვლევით 60% გარანტირებული აქვს პარტიას, მაგრამ მეტია საჭირო და აუცილებელი, მარტო იმისთვისაც კი, რომ დაუბრკოლებლად გასამართლდეს დამნაშავე "ნაციონალური მოძრაობა,"- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რითაც გამოეხმაურა მცხეთაში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშილის სიტყვით გამოსვლას.  

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, უსამშობლო, დესტრუქციული, მხოლოდ პირად ინტერესებზე ორიენტირებული ოპოზიცია რაც შეიძლება ნაკლები დეპუტატებით უნდა იქნას წარმოდგენილი პარლამენტში. 


„ნურავის ექნება იმედი და ცრუ მოლოდინი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაჟღერებული მესიჯი, ქუდზე კაცის გამოსვლასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" ამომრჩევლის ნაკლებობას ნიშნავს. ბოლო კვლევით 60% გარანტირებული აქვს პარტიას, მაგრამ მეტია საჭირო და აუცილებელი, მარტო იმისთვისაც კი, რომ დაუბრკოლებლად გასამართლდეს დამნაშავე "ნაციონალური მოძრაობა," ასევე უსამშობლო, დესტრუქციული, მხოლოდ პირად ინტერესებზე ორიენტირებული ოპოზიცია რაც შეიძლება ნაკლები დეპუტატებით იქნას წარმოდგენილი პარლამენტში და გარდა ამისა, მმართველმა პარტიამ დაუბრკოლებლად შეძლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შეინარჩუნოს მშვიდობა, გააჯანსაღოს პოლიტიკური ველი და გაგრძელოს ეკონომიკური წინსვლა.
ასე რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო, ნათქვამია.
P.S. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას, რა არ არიან ადამიანის მკვლელობაზე წამსვლელები (ყველას გვახსოვს 2012 წელს როგორ დაჰყვებოდა ამერიკის მაშინდელი ელჩი ივანიშვილს რეგიონებში, რადგან იყო ინფორმაცია მისი ლიკვიდაციის შესახებ) თუ დაავიწყდათ ბიძია თემურის მილიონის და "სნაიპერსკი ვინტოვკის" ამბავი?“-წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
არქივი