ნანა კაკაბაძე: იმის ძახილი, ომის გამოძიებისკენ მოწოდებები რუსული დავალების შესრულებააო, სხვა არაფერია, თუ არა „ნაცების“ მიერ თავისი წილი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა - ეს გამოძიება საქართველოს ინტერესებში შედის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 17 აგვისტო 2024, 10:46

ოპოზიციის წარმომადგენლებს თავისი უცხოელი პატრონებისგან მიცემული აქვთ დავალება, რომ არჩევნების წინ, ნებისმიერი თემა, რომელიც კი არ უნდა წამოწიოს ხელისუფლებამ, მათმა ოპონენტებმა ერთხმად და კოლექტიურად აუცილებლად უნდა მონათლონ პრორუსულ ნარატივად, პუტინის დავალებად, რუსული ინტერესების გატარებად და ანტიევროპულ ქმედებებად, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ოპოზიციას ქართველი ხალხი ბნელი ჰგონია, ვიანიდან, როგორც ისინი ამბობენ, თუ ხელისუფლება პუტინის დავალებებს ასრულებს, მაშინ გაუგებარია, ამავე ხელისუფლებამ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში რატომ გააკეთა ყველაფერი, რომ 2008 წლის ომის საქმეები რუსეთს წაეგო და საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილებები გამოტანილიყო.

მისივე თქმით, ოკუპანტი რუსეთის „გათეთრებას” საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მიტაცების საკითხში არავინ ცდილობს, გამოსაძიებელია არა რუსეთის აგრესიის საკითხი, არამედ ის, თუ საქართველოს ხელისუფლება რამდენად ადეკვატურად და სწორად იქცეოდა როგორც ომის დაწყების წინა პერიოდში, ისე ომის მიმდინარეობისას.

„ვის სჭირდება 2008 წლის ომის გამოძიება

ოპოზიციის წარმომადგენლებს თავისი უცხოელი პატრონებისგან მიცემული აქვთ დავალება, რომ არჩევნების წინ, ნებისმიერი თემა, რომელიც კი არ უნდა წამოწიოს ხელისუფლებამ, მათმა ოპონენტებმა ერთხმად და კოლექტიურად აუცილებლად უნდა მონათლონ პრორუსულ ნარატივად, პუტინის დავალებად, რუსული ინტერესების გატარებად და ანტიევროპულ ქმედებებად.

აი, ახლაც, როდესაც 2008 წლის ომის 16 წლისთავზე ხელისუფლებამ საუბარი წამოიწყო ომის გამოძიების საჭიროებაზე და იმის გარკვევაზე თუ ვის რა დანაშაული მიუძღვის ქვეყნის წინაშე. მარცხით დასრულებულ ამ 3 დღიან ომში, რომელმაც რუსეთის მიერ ჩვენი დამატებითი ტერიტორიების მიტაცების გარდა შედეგად ასეულობით მსხვერპლი, ათიათასობით ლტოლვილი და ოკუპანტის მიერ საქართველოს განუყოფელი ნაწილების ოფიციალური აღიარება გამოიწვია. ოპოზიციური პარტიები ერთხმად აფუთფუთდნენ და საერთო მესიჯბოქსები გააჟღერეს: არიქა, ეს რუსეთის დავალებით ხდება იმისათვის, რომ ომის დამწყებად საქართველო გამოიყვანონ და საერთაშორისოდ გაშავებული პუტინი გაათეთრონო.

ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის, რომ ოპოზიციას ქართველი ხალხი ასეთი ბნელი და გონებაშეზღუდული ჰგონია.

მათ ამ „ბრძნულ“ ნარატივს ერთი მარტივი და ლოგიკური კითხვა ანადგურებს: თუ ჩვენი ხელისუფლება პუტინის დავალებებს ასრულებს, მაშინ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოში რატომ გააკეთეს ყველაფერი რუსეთის და პუტინის გასაშავებლად? მაგ ლოგიკით, ესეც პუტინის სურვილი და დავალება ყოფილა?.

შეგახსენებთ, რომ ნაცების მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა რუსული კი არა, არამედ 2012 წლიდან მოყოლებული სწორედ ქართული დაკვეთა იყო, მხოლოდ ერთი მაგალითიდანაც კარგად ჩანს. ახალი ხელისუფლების მოსვლიდან სულ რამდენიმე თვეში ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა სპორტის სასახლეში რეჟიმის დაზარალებულთა შეკრება სათაურით "სამართლიანობა უნდა აღდგეს, რეჟიმი უნდა გასამართლდეს", რომელსაც 12000 ადამიანი ესწრებოდა და რომელთა მიერ ხელმოწერილი და შევსებული ფურცლები, რეზოლუციასთან ერთად, ქუთაისში, პარლამენტში ჩავიტანეთ და პირადად გადავეცით ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას, ასევე 150 დეპუტატისთვის გადასაცემად გამოვეცით ნაშრომი, სადაც მოყვანილი იყო სხვადასხვა ქვეყნებში რეჟიმების გასამართლებისა და დაზარალებულთა ანაზღაურების პრეცედენტები. ეკა ბესელიამ ამის საფუძველზე ჩაატარა საკომიტეტო მოსმენა და მიიღო დოკუმენტი, რომელიც იყო რეჟიმის პოლიტიკური შეფასება და რომელიც იურიდიულ წარმოებას უნდა დასდებოდა საფუძვლად.

ამის მიუხედავად, მაშინ გაიმარჯვეს ე. წ. კოჰაბიტაციის მომხრეებმა და უარი თქვეს პარლამენტის სახელით ამ დოკუმენტის მიღებაზე. სპორტის სასახლეში შეკრებილი მოქალაქეების მიერ მიღებულ რეზოლუციაში საუბარი იყო ნაცების ჩადენილ დანაშაულებზე, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ 2008 წლის ომში მათი უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური მოქმედებებიც იგულისხმებოდა. არც მაშინ და არც ახლა არავინ ცდილობდა აგრესორი და ოკუპანტი რუსეთის გათეთრებას საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მიტაცების საკითხში, მაგრამ გამოსაძიებელი და კითხვის ნიშნების დასასმელი რუსეთის აგრესიის საკითხი კი არ არის, არამედ ის, თუ საქართველოს ხელისუფლება რამდენად ადეკვატურად და სწორად იქცეოდა ამ აგრესიის წინა პერიოდში, უშუალოდ რამდენიმე დღიან ომის მომენტში და კონფლიქტის ცხელი ფაზის დასრულების შემდეგ.

სრულიად ბუნებრივი კითხვებია საზოგადოებაში, რომელიც უნდა გაირკვეს:

1. რატომ აცხადებდა 2008 წლის 7 აგვისტოს ყოველ საათში სააკაშვილი ტელევიზიით, რომ რუსეთი ჩვენს მიერ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას გაგებით ეკიდება?

2. თუ რუსეთის ჯარებს ამ დროს უკვე გადმოკვეთილი ჰქონდათ საქართველოს საზღვარი(როგორც ნაცები დღეს აცხადებენ)? რატომ არ ამხელდა მათ?

3. რატომ აცხადებდა პრეზიდენტი სააკაშვილი 8 აგვისტომდე ყოველ საათში, რომ ჩვენებმა დაიკავეს ესა და ეს სოფელი და უკვე ცხინვალს იკავებენო?

4. რატომ ხელმძღვანელობდნენ ამ 3-დღიან ომს პოლიტიკური ლიდერები და არა სამხედრო საქმის სპეციალისტები?

5. რატომ აღმოჩნდა ნაცების პოლიტიკური სახეების საკმაოდ დიდი ნაწილი ომის დღეებში უცხოეთში?

6. რატომ მიატოვა ხელისუფლებამ ბრძოლის ველზე დაღუპული მეომრები და რომ არა საქართველოს პატრიარქის ძალისხმევა, მათი საფლავებიც არ გვექნებოდა?

7. რატომ დაარქვეს ომამდე კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი, ხოლო ომის დროს რატომ ჩააბარეს ეს ხეობა მტერს ტყვიის გასროლის გარეშე?

8. რატომ განაიარაღეს კოდორში "მონადირე" რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისგან შედგებოდა და რომლების ფაქტობრივად კოდორის მცველები იყვნენ?

9. პარლამენტმა, ომამდე რატომ გაზარდა ცხინვალის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რომელზედაც რუსების მხრიდან დღეს მიმდინარეობს მავთულხლართების გავლება?

10.რატომ უწოდა სააკაშვილმა დაკარგულ 125 ქართულ სოფელს "ქვების გროვა?"

11. რატომ დაუტოვეს მტერს უამრავი საბრძოლო მასალა?

12.რატომ დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას, სადაც წერია, რომ ქართულმა შენაერთებმა გვიან ღამით, კასეტური ბომბებით დაბომბა ცხინვალი?

13. რატომ მისცეს ხმა იმ რეზოლუციას, რომელსაც ქართველი ჯარისკაცები ომის დამნაშავეებად გამოჰყავდა?

არის კიდევ სხვა კითხვები, რომლებიც გამოძიების დროს გამოიკვეთება. ასე რომ, იმის ძახილი, ომის გამოძიებისკენ მოწოდებები რუსული დავალების შესრულებააო, სხვა არაფერია, თუ არა ნაცებისთვის თავისი წილი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა. ეს გამოძიება საქართველოს ინტერესებში შედის და ამიტომ არის სწორედ ქართველი ხალხის მოთხოვნა.” - წერს ნანა კაკაბაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
არქივი