ლერი ხაბელოვი: ჩვენმა სპორტსმენებმა მაქსიმუმი გააკეთეს - მინდა, თითოეულ მათგანს მივულოცო ეს წარმატება. იმ სპორტსმენებს კი, რომლებმაც მედლები ვერ მოიპოვეს, მომავალში წარმატებას ვუსურვებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
172 16 აგვისტო 2024, 09:01

ჩვენმა სპორტსმენებმა მაქსიმუმი გააკეთეს. მინდა, თითოეულ მათგანს მივულოცო ეს წარმატება. იმ სპორტსმენებს კი, რომლებმაც მედლები ვერ მოიპოვეს, მომავალში წარმატებას ვუსურვებ. ქალბატონ თეა წულუკიანს მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი თანამშრომლობისთვის, ერთობლივი მუშაობისთვის, - ამის შესახებ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ქართველი ოლიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე განაცხადა.

„როდესაც მხოლოდ 28 სპორტსმენით მივემგზავრებოდით, მქონდა შინაგანი განცდა, რომ ამ ოლიმპიადაზე უკეთესი შედეგები გვექნებოდა. ეს წარმატება მთელი ქვეყნის წარმატებაა, რადგან სპორტი ყველას ეკუთვნის. ყველა განიცდიდა, რადგან ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა, უყვარს სპორტიც.

მოხდა კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი – ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი, ბატონი ელგუჯა ბერიშვილი დაჯილდოვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მედლით. კუბერტენის სახელობის ეს მედალი განსაკუთრებული ჯილდოა და ასეთი პრიზი საქართველოში პირველად მივიღეთ“, - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.

პარიზის ოლიმპიადაზე საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი