მოხდა კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი – ჩვენი ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი, ბატონი ელგუჯა ბერიშვილი დაჯილდოვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მედლით - ასეთი პრიზი საქართველოში პირველად მივიღეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
156 15 აგვისტო 2024, 22:03

ქართველი ოლიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პარიზი 2024-ის შედეგები შეაჯამა. ლერი ხაბელოვმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანს და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, ელგუჯა ბერიშვილს, რომელმაც პიერ დე კუბერტენის სახელობის პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა.

ლერი ხაბელოვი – „ჩვენმა სპორტსმენებმა მაქსიმუმი გააკეთეს. მინდა, თითოეულ მათგანს მივულოცო ეს წარმატება. იმ სპორტსმენებს კი, რომლებმაც მედლები ვერ მოიპოვეს, მომავალში წარმატებას ვუსურვებ. ქალბატონ თეა წულუკიანს მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი თანამშრომლობისთვის, ერთობლივი მუშაობისთვის.

როდესაც მხოლოდ 28 სპორტსმენით მივემგზავრებოდით, მქონდა შინაგანი განცდა, რომ ამ ოლიმპიადაზე უკეთესი შედეგები გვექნებოდა. ეს წარმატება მთელი ქვეყნის წარმატებაა, რადგან სპორტი ყველას ეკუთვნის. ყველა განიცდიდა, რადგან ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა, უყვარს სპორტიც.

მოხდა კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი – ჩვენი ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი, ბატონი ელგუჯა ბერიშვილი დაჯილდოვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მედლით. კუბერტენის სახელობის ეს მედალი განსაკუთრებული ჯილდოა და ასეთი პრიზი საქართველოში პირველად მივიღეთ“.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებულია. საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ძიუდო – ლაშა ბექაური (ოქრო), ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე (ვერცხლი)

ძალოსნობა – ლაშა ტალახაძე (ოქრო)

თავისუფალი ჭიდაობა – გენო პეტრიაშვილი (ოქრო), გივი მაჭარაშვილი (ვერცხლი)

კრივი – ლაშა გურული (ბრინჯაო)

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უეფას გადაწყვეტილებით, ქართველ გულდემატკივართა არასათანადო საქციელის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს
ქართველმა მოჭიდავემ ვლადიმერ გამყრელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის მინისტრმა ქართველ მოციგურავეებს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მიულოცა
ისტორიაში პირველად, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
არქივი