ლევან მაჭავარიანი 2008 წლის მოვლენებზე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა ისეთ მოღალატეობრივ ჩანაწერს, სადაც წერია, რომ მათვე შეუქმნეს რუსეთს სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ აგრესია განეხორციელებინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 14 აგვისტო 2024, 14:39

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა ისეთ მოღალატეობრივ ჩანაწერს, სადაც წერია, რომ მათვე შეუქმნეს რუსეთს სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ აგრესია განეხორციელებინა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„სწორედ ჩვენ მოვუგეთ რუსეთს პროცესი სტრასბურგსა და ჰააგაში, სადაც რუსეთ ოკუპანტი დაერქვა. ბევრი კითხვა ისმის, რატომ იწყება ეს გამოძიება ახლა?! ამის მთავარი მიზეზია, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. ჩვენ შეგვეძლო ეს ყველაფერი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაგვეწყო, თუმცა ჯერ ჩვენ ეს პროცესები გვქონდა მოსაგები იმისათვის, რომ ყველანაირი რისკი გადაგვეზღვია ჩვენი სამხედროებისთვის, რომ არავის დაჰბრალებოდა ტყუილად ომის დანაშაული, ადამიანის უფლებების დარღვევა და ა.შ. ამიტომ, როდესაც ჩვენ ყველა ეს რისკი გადავაზღვიეთ, სწორედ მაგიტომ დადგა მომენტი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჯაროდ, სასამართლოს წინაშე ამ კითხვებს პასუხები გასცეს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ემზადება. ფორმა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებისთვის ყოფილმა სახელისუფლებო ძალამ პასუხი სწორედ სამართლებრივად უნდა აგოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მაჭავარიანი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა ბევრი ინფორმაცია ჩვენგან მიიღეს, აქციების დროს დაშავებული პოლიციელების რაოდენობაც არ იცოდნენ
Politico: ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, შესაძლოა, ძალადობრივი ჯგუფების სამიზნე გახდეს
ფიზიკური დაპირისპირება დოლიძის ქუჩაზე - გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცულ მოქალაქეებს მოსახლეობა დაუპირისპირდა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება ვერც გაყალბებასთან და ვერც იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეზე ზეწოლა იყო არჩევნების დროს
გიგი უგულავა: სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარიას. ღამე მას თავს ქოც/რუს/ზონდერ დეპუტატები დაესხნენ
არქივი